სუპერ/ჰიპერ მარკეტში თუ შეივლით აშკარად იგრძნობა ახალი წლის ციებ-ცხელება
ყველგან აქციებია
ობიექტების უმეტესობაში უკვე საახალწლო გარემოა
ჩვენ კი #30დღიანგამოწვევას ვაგრძელებთ
მე-16 დღის პროდუქტია კამპა ალუბალი
უნივერსამში ფასი მგონი 3,5 ლარამდე იყო
აშკარად დიდია კონკურენცია წვენებს შორის
მოდი იმ კაცს/ქალს/ბავშვს გაუმარჯოს, რომელიც იმპორტული წვენების სექციას ქორივით ჩაუქროლებს და მხოლოდ და მხოლოდ ქართულზე შეაჩერებს თავის მზერას და ფულს!
ინფორმაციისათვის:
2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს და გამოვიწვევ ჩემს მინიმუმ 3 მეგობარს გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, ჩაწერეთ FB ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!
ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!