ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბიზნეს კოდი

რატომ უნდა იყიდო ქართული? მსჯელობა გადაცემაში – ბიზნეს კოდი

19 ნოემბერი …

19:00 …

TV იბერია …

პირდაპირი ეთერი …

გადაცემა – ბიზნეს კოდი

თემით, რომელიც ქართულია & kar.ge-ა!

 

დიდი მადლობა შემოქმედებით გუნდს! საზოგადოებისათვის მეტად აქტუალური თემა ავწიეთ! მნიშვნელოვანია მეტმა ადამიანმა გაიგოს რატომ უნდა იყიდოს ქართული! რაც მეტი ვიყიდით ქართული წარმოების პროდუქციას, მით უკეთესი ქვეყნისთვის, ქართული ბიზნესისათვის და ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანისათვის.

ნახეთ სრული ჩანაწერი, სადაც ჯერ რეპორტაჟია ქართული წარმოების პროდუქტების ქართულ ბაზარზე გაყიდვების პრობლემების შესახებ, შემდეგ კი თქვენი მონა მორჩილი წამყვანთან ერთად ვსაუბრობ კონკრეტულ გადასაჭრელ პრობლემებზე, რომლებსაც ვეჭიდებით ერთი მიზნით: გადავამისამართოთ საქართველოს მოქალაქეების ყურადღება ქართული წარმოების პროდუქტების მიმართულებით.

TV იბერია 16 ნოემბრიდან მაუწყებლობს და მალე მიიზიდავს თავის მაყურებელს. ბიზნეს კოდი კი გადაცემაა, რომელიც ბიზნესის მიმართულებას აქტიურად გააშუქებს. წარმატებები მინდა ვუსურვო შემოქმედებით გუნდს!

ნახეთ ჩანაწერი …