ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სენდვიჩი

თოლიას ახალი სენდვიჩი უკვე გასინჯეთ?

მე მგონი გვეღირსა ამინდები … და დაგვიდგა ნაყინის სეზონიც. სიახლეებს უკვე ვამჩნევ დახლზე და დღეს თოლიას შევეხები, ეტყობა გადაახალისა ნაყინების სპექტრი. იმედია ეს გემოსაც შეეხება, თორემ შარშან თოლიას გემრიელი პლომბილი მე ვერ ვჭამე [არადა სულ მაგას ვყიდულობდი].

ამჯერად თოლის სენდვიჩზე გეტყვით ორ სიტყვას. პირველი იმას, რომ არ დამცალდა გასინჯვაც კი ისე ამაცალეს ბავშვებმა … როგორც ჩანს ძლაიან გემრიელია. მეორე კი იმას, რომ თოლიას გაუახლების სენდვიჩის შეფუთვა … მე პირადად სენდვიჩი დიდად არ მომწონს, კერძოდ ის, რომ ორცხობილის ორი მყარი ფენის შიგნით ნაყინს თუ ოდნავ დნობა შეეპარა მე პირადად მერე მისი ჭამა მიჭირს. მოკბეშისას ორივე ფენა აქეთ იქეთ „გარბის“ და … ჩემი რჩევაა ეს სენდვიჩი მაგრად გაყინოთ და მერე მიირთვათ თუ გინდათ რომ სიამოვნება მიიღოთ ჭამის პროცესისგან.

თოლიასი და ქართული უნივერსალის არ მომწონს ის, რომ tolia.ge მეტად მოკრძალებულია, ხოლო cartu-universal.com-ზე საერთოდ არაფერია. თუმცა სამაგიეროდ თოლიას Facebook გვერდი არის ძალიან აქტიური 45,000+ Like-ით. დღეს შევედი და აშკარად ვიგრძელი „სიცოცხლე“.