ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ვემზადებით: 20-24 ოქტომბერი, სამხრეთ კორეა, მე-14 IFFE 2016 – International Fermented Food Expo

20-24 ოქტომბერს ვიქნებით IFFE 2016-ზე, სადაც მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ საერთაშორიო ღონისძიებაზე ღირსებულად წარმოვადგინოთ ქართული ნაწარმი. გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკულად ჩვენი ჯიბის ფულით მივდივართ …

რა უნდა იცოდეს მოძრაობა KAR.GE-ს გულშემატკივარმა ამ თემასთან დაკავშირებით?

  • სამხრეთ კორეა მე-11 ეკონომიკაა მსოფლიოში. 2015 წელს ნომინალურმა მშპ-მ 1.32 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მოსახლეობა 50 მილიონზე მეტია. საშუალო კორეელის შემოსავალი საშუალო ქართველის შემოსავალს 7-ჯერ აღემატება წელიწადში;
  • Jeonju – ქალაქი სადაც ექსპო იმართება სამხრეთ კორეის უმთავრესი გასტრონომიული ქალაქია 650,000-მდე მოსახლეობით. პირდაპირი თარგმანით Jeonju ნიშნავს „იდეალური ქალაქს“. ეს არის კორეული საკვების, ისტორიული შენობების, სპორტული აქტივობების და ინოვაციული ფესტივალების ქალაქი. აქ წლის განმავლობაში უამრავი კულინარული ფესტივალი იმართება;
  • კორეული მხარე – Tbilisi-OKTA ჩვენ, მოძრაობა GE-ს ივნისში დაგვიკავშირდა იდეით, რომ ქართული კომპანიების მობილიზება გაგვეკეთებინა IFFE 2016 –ზე მათი წარდგენის მიზნით. აქამდე არცერთ ქართულ კომპანიას არ მიუღია მონაწილეობა IFFE-ში. იდეა საინტერესო გვეჩვენა და შევუდექით საქმეს;
  • 18 ივლისს ყველანი შევიკრიბეთ შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად. გამოვყავით მიმდინარე გამოწვევები და დავგეგმეთ მათი პრობლემათა გადაჭრის გზები;
  • „გავტანჯე“ ლოგისტიკური კომპანია ლოგისტიკასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევით. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ზღვით ტრანსპორტირება არ გამოდიოდა [ნიმუშები მეტისმეტად ცოტა იყო და დრო ბევრი სჭირდებოდა], ჰაერი კი ძალიან ძვირი გამოდიოდა;
  • საერთო ჯამში 8 კომპანიის თითო წარმომადგენლის წასვლას ნიმუშებითურთ უწევდა ჯამში 18-20 ათასი USD თავისი ტრანსპორტირებით და სასტუმროთი. ყველა სხვა ხარჯი, ჯამში ამაზე 2-ჯერ მეტი მაინც, ფინანსდებოდა OKTA-ს მიერ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ქართველები წასულიყვნენ კორეაში;
  • მხარდაჭერაზე უარი გვითხრა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. მას შემდეგ რაც [უკვე აგვისტოს ბოლოს] საბოლოოდ დავადგინეთ ხარჯიც და ყველა ნიუანსიც, მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, რომელმაც ყველანაირ მხარდაჭრაზე უარი გვითხრა. ეს პრინციპში მოსალოდნელიც იყო, ისინი ერთი წლით ადრე გეგმავენ ყველაფერს, ბიუჯეტს განსაკუთრებით, თუმცა …
  • შედეგად 8 კომპანიიდან 6 დავკარგეთ. ქართულ კომპანიებს არ აქვთ ის რესურსი, რომ ბრმად გაისროლოს სტერილურ ბაზარზე [როცა არ იცი რას ელოდო]. და დავრჩით 2 კომპანიის და დიდი იმედების ამარა;
  • სამაგიეროდ 100% მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს საელჩომ სამხრეთ კორეაში, რომელმაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველანაირი მხარდაჭერა აღგვითქვა;
  • ამის შემდეგ ჩვენმა კორეელმა პარტნიორმა იყოჩაღა და მოვახერხეთ მოძრაობა GE-ს პარტნიორი ბიზნესების ნიმუშები წავიღოთ, მხოლოდ KAR.GE კატალოგის კომპანიები წარმოვადგინოთ კორეაში გამოფენაზე. თითეული თავისი სტენდით, ლოგოს განთავსებით და ექსპოს დირექტორიაში მონაცემების განთავსებით. ჩვენ, სამი ადამიანი წავიღებთ 70 კილომდე ნიმუშებს და წარვადგენთ ამ პროდუქციას ჩვენი შეზღუდული რესურსების ფარგლებში IFFE 2016-ზე. ფაქტიურად ჩვენი ჯიბის ფულით მივდივართ;

ამ თემაზე კიდევ ბევრს დავწერ, მაგრამ დღეს ამით დავკმაყოფილდეთ …

მიმდინარე ამოცანაა ნიმუშების შეკრება, შეფუთვა და გამოფენაზე ჩატანა. მიგვაქვს ჩურჩხელა, ჩაი, თათარა, თაფლი, ჩირკოლადი და სვანური მარილი. ასევე სხვა უნიკალური ქართული პროდუქცია KAR.GE სავაჭრო ნიშნის ქვეშ.

 

**

IFFE 2016 – ფერმენტირებული საკვების მე-14 საერთაშორისო გამოფენა – International Fermented Food Expo 2016 წლის 20-24 ოქტომბერს გაიმართება. ქართული კომპანიების მონაწილეობის ორგანიზატორები არიან World-OKTA [ http://www.okta.net/ ] თბილისის ოფისი, მსოფლიოში უდიდესი კორეული ეკონომიკური ქსელია 30 წლიანი ისტორიით და 70 ქვეყანაში 137 ოფისით და მოძრაობა KAR.GE [ http://kar.ge ] საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდა. დეტალური ინფორმაცია თავად გამოფენის შესახებ ნახეთ აქ: http://www.iffe.or.kr/2016_english/

 

PS

თავს არ ვიქებთ, მაგრამ სასურველია სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეტ ყურადღებას უთმობდეს ჩვენნაირად მონდომებულ ადამიანებს. ამ თემასაც მივუბრუნდებით თავის დროზე …