ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მუშაობა

ერთად მუშაობა და გვერდში დგომა … ილია ჭავჭავაძე

ხელი მიეც შენს მეზობელს, შეერთდით, ერთად იმუშავეთ, თუ გინდათ ქვეყანაში რიგიანად იცხოვროთ”.

ილია ჭავჭავაძე, 1837-1907

 

დარწმუნებული ვარ ილიას პერიოდშიც არაერთხელ იქნებოდა მოვლენები, როცა ადამიანები ერთად დადგებოდნენ. საინტერესოა რა აერთიანებდა ადამიანებს მაშინ? საერთო გასაჭირი თუ საერთო ზეიმი? როდის უფრო ერთიანდებოდნენ ილიას დროს?

მე ერთში დავრწმუნდი უკვე კარგა ხანია: ქართველებში მხოლოდ მაშინ იღვიძებდა გაერთიანების სურვილი/საჩიროება/მოთხოვნილება, როცა რაღაც ცუდი ხდებოდა, რაღაც ისეთი ცუდი, რომელიც ასევე თვალით ხილვადი იყო, გასაგები, ნათელი … ამ დროს კი ისინი ყველაფრისთვის არიან მზად … ვისურვებდი ისეთ რამეებზეც შევძლოთ გაერთიანება, რომელთა თვალით არა, მაგრამ გონებით არის „ხილვადი“ …