#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია
იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!
სვანური მარილი
სვანური მარილის გარჩევა უკვე ნამდვილად შემიძლია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არისტეურში ნაყიდი სვანური მარილი მართლაც კარგია. მინუსი ისა აქვს, რომ 20 გრამი არ იქნება შუშაში და 3.5 ლარი ღირს. შუშას ეტიკეტი არ აქვს და ვერ გაიგებ ვისი წარმოებულია. აშკარად ტურისტებზეა გათვლილი, როგორც თავად არისტეუსი.
არისტეუსი
არისტეუსი რამოდენიმე წელია [მე რაც ვიცი 2 მაინც] არსებობს და ტურისტებზე გათვლილი ობიექტია. აქ მხოლოდ ქართული ნაწარმი იყიდება. აქ ისეთი სასაჩუქრე რამე-რუმეები იყიდება, რომელსაც ჩვეულებრივ ვერ შეხვდები მაღაზიებში. ფასიც სათანადო აქვს. აქ თამამად შეიძლება თქვენი უცხოელი სტუმარი მიიყვანო და საჩუქარი ან აყიდინო ან უყიდო. მისამართი: პუშკინის 19.
ინფორმაციისათვის:
#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.