რა გვაინტერესებს ჩვენ ყველას?
პირველ რიგში ქართული ნაწარმის ექსპორტი …
რა სჭირდება ამას?
ძალიან ბევრი რამ … კავშირები, ურთიერთობები, პროდუციის წარდგენა, პროდუქცისი დახვეწა, სწავლა და განვითარება ამ პროცესში …
ერთი სიტყვით მუხლჩაუხრელი შრომა …
რას ვაკეთებთ IFFE 2016-ზე?
1. ქართული ნაწარმის ღირსეული წარდგენა ხდება;
2. მუდმივად გვაქვს დეგუსტაციები;
3. ხალხს ვატნევთ ნიმუშებს;
მოკლე, მესამე დღე შედგა!
და აი 3 ძირითადი შთაბეჭდილება …
1. ჩვენ უნიკალური პროდუქცია გვაქვს, მაგრამ ეს საქმის 1%-იც არ არის. ნეტა მცოდნოდა ასეთი ინტერესი იქნებოდა, ნიმუშებს მეტს წამოვიღებდი, მეტად წარვადგენდი კომპანიებს, ქვეყანას. უამრავი შესაძლებლობა გაქვს როცა ასეთი ადგილას ხარ, მაგრამ თუ გინდა ეს ინტერესი საქმეში თარგმნო, ანუ თუ გინდა რეალური ექსპორტის დაწყება, აუცილებელია ძალების გაერთიანება. მაგალითად, საჭიროა არა მხოლოდ გამოფენაში ჩაერთო მონაწილის სტატუსით, ასევე საჭიროა სადმე კორეაში იყიდებოდეს პროდუქტი, ერთ წერტილში მაინც, ან ინტერნეტით შეიძლებოდეს ყიდვა. ამ ნაწილში კორეაში საქართველოს საელჩოსთან კოორდინაცია. ერთად ბევრს შევძლებთ.
2. ორი დღეა ვეცნობი და აქტიურად ვაზიარებ კორეულ სამზარეულოს წარმომადგენლებს [ნახეთ ჩემი FB პროფილი]. მე ვიცი ერთი: გონება უნდა გახსნა და ყველაფერი გასინჯო, რომ საკუთარი აზრი ჩამოგიყალიბდეს. მადლობა Tbilisi-OKTA და World-OKTA-ს, რომ ასეთი შესაძლებლობა გვაქვს. გარწმუნებთ, არავის სჭირდება ჩვენი ქართველობა ან კიდევ მისი „წართმევა“.
3. მე ყოველ პროდუქტზე, ყოველ კომპანიაზე, ყოველ მნიშვნელოვან ელემენტზე ვაკეთებ ჩანიშვნებს და თითოეულ კომპანიას ამ ინფორმაციას ინდივიდუალურად მივაწვდი. რაც საჯაროდ შეიძლება ითქვას, მის შესახებ დავწერ აქ.
ეს კი დღევანდელი Live-ის ვიდეო …
მგონი დამეტყო დაღლილობა
ცნობისათვის:
20-24 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქ. ჯონჯუში იმართება ფერმენტირებული საკვების მე-14 საერთაშორისო გამოფენა (International Fermented Food Expo 2016), რომელშიც კორეელი ორგანიზატორის World-OKTA-ს მოწვევით პირველად იღებს მონაწილეობას ქართული დელეგაცია. გამოფენაზე საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახის (ათობით) პროდუქცია 6 სტენდზე იქნება წარმოდგენილი. ორგანიზატორები არიან: World-OKTA თბილისის ოფისი (მსოფლიოში უდიდესი კორეული ეკონომიკური ქსელი, 30 წლიანი ისტორიით და 70 ქვეყანაში 137 ოფისით, http://www.okta.net/) და მოძრაობა KAR.GE (საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის, გაყიდვებისა და ექსპორტის ზრდა, http://kar.ge). გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.iffe.or.kr/2016_english/.