ესპრესო ჯორჯია – კომპანია, რომელიც სულ ახლახან აღმოვაჩინე …
არადა თურმე წარმოება, დისტრიბუცია, ყავის ჩამოსასხმელი წერტილები …
მთელი ღირებულებათა ჯაჭვი აქვთ ათვისებული …
ხსნადი არაბიკა დელუქსი ჩემი ოჯახის რჩეულია!
23-24-ში ქარვასლაში გამართულ ფესტივალზე სხვა ესპრესო ჯორჯიას ბევრი პროდუქტიც ვიყიდეთ საოჯახო მიზნებისათვის, მაგრამ ეს განსაკუთრებით მოგვეწონა (y)
მეტი და მეტი ქართული ხარისხიანი პროდუქცია ქართულ ბაზარს!
თორემ კი ხედავთ რა დღეშიცაა ქვეყანა …
ინფორმაციისათვის:
#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!