ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე #2 შეჯამება: კორეის რესპუბლიკა, ჯონჯუ, IFFE 2016

IFFE 2016-ის პირველი დღე ხომ იყო შოკი?
არანაკლები იყო მეორე დღეც …
და ეს დღე დასამახსოვრებელი იყო შემდეგი მომენტების გამო:

1. 21-ში საერთო ფერხულს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩის წარმომადგენლები შემოგვიერთდნენ. ბატონები ირაკლი ნაჭყებია და ზაალ ჭკუასელი ბორჯომით, ნაბეღლავით და მუკუზანით ხელდამშვენებულები ჩამოვიდნენ სეულიდან და ჩვენთან ერთად იდგნენ ავანგარდში ქართული პროდუციის მხარდასაჭერად. აი აქ გვქონდა ნამდვილი გუნდური მუშაობა, რაც ქვემოთ ვიდეოშიც არის ასახული. პირდაპირი FB ჩართვა საელჩოს Fb გვერდზეც გაზიარდა.

2. დღეს დილით გამოსვლა მქონდა ჯონჯუს აგრარულ უნივერსიტეტში, სადაც 100-მდე პედაგოგის და სტუდენტის წინაშე ქართული პროდუქტების შესახებ პრეზენტაცია გავაკეთე. გასაგიჟებელი ინტერესი იყო. ამობეჭდილი და გავრცელებული რომ იყო აუდიტორიაში ამაზე არაფერს ვამბობ. ემოცია ჩანდა და ინტერესი მეტად სერიოზული. დაახლოებით 20 წუთი ვისაუბრე ინგლისურად, ჩვენი მეგობარი Mr. Lee კი კორეულ ენაზე თარგმნიდა. მეტად საინტერესო გამოცდილება იყო. დარწმუნებული ვარ პრეზენტაციაში გამოყენებული ქართული საკვების სურათების გამო ბევრ დამსწრეს ძალიან მოშივდა.

3. დღეს რამოდენიმე ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავდა სტენდთან. დეტალურად მიმოვიხილეთ ყველა წარმოდგენილი პროდუქტი და სერიოზული ინტერესი გამოითქვა. ეხლა ვხვდები, რომ მიუხედავად სერიოზული მომზადებისა, მაინც არის ბევრი ნიუანსი, რომელიც ვერ გავითვალისწინეთ. თუმცა ზუსტად ვიცი რა არის ეს ნიუანსები და შემდეგ ჯერზე ყველაფერს 100% აჟურში მოვიყვანთ. რას ვგულისხმობ? რას და … აქ წარადგენ ქვეყანას, რომელიც შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, არც იცის ბევრმა. მაგალითად სად არის საქართველო.  გუშინ რამოდენიმეჯერ ხელებით და ფეხებით მომიწია ამის ახსნა. კიდევ კარგი დღს საქართველოს საელჩოს მიერ მოწოდებული ბროშურები და რუკები დაგვეხმარა. რუკაც, ქართული ასო ბრეგების მოხაზულობაც უნდა გქონდეს ადგილზე, პროდუქტები ინდივიდუალურად უნდა წარადგინო [თითოეული ცალკე უდიდესი თემაა], ყველაფერში უნდა ერკვეოდა ღვინოდან დაწყებული აჯიკით დამთავრებული … მოკლედ, უამრავი სამუშაოა საერთაშორისო ექსპოში მონაწილეობა …

აქვე ჩვენი მეორე დღის FB Live ტრანსლაცია …

 

ცნობისათვის:
20-24 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქ. ჯონჯუში იმართება ფერმენტირებული საკვების მე-14 საერთაშორისო გამოფენა (International Fermented Food Expo 2016), რომელშიც კორეელი ორგანიზატორის World-OKTA-ს მოწვევით პირველად იღებს მონაწილეობას ქართული დელეგაცია. გამოფენაზე საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახის (ათობით) პროდუქცია 6 სტენდზე იქნება წარმოდგენილი. ორგანიზატორები არიან: World-OKTA თბილისის ოფისი (მსოფლიოში უდიდესი კორეული ეკონომიკური ქსელი, 30 წლიანი ისტორიით და 70 ქვეყანაში 137 ოფისით, http://www.okta.net/) და მოძრაობა KAR.GE (საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის, გაყიდვებისა და ექსპორტის ზრდა, http://kar.ge). გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.iffe.or.kr/2016_english/.