ქართულია & kar.ge-ა!
მე დიდი იოგურტომანიით გამოვირჩევი. ამ ბოლოს კი უპირატესობას დასალევ იოგურტებს ვანიჭებ და არ დაგიმალავთ, საყვარელი მწარმოებელიც მყავს. თუმცა კარფურში სტუმრობისას ზრდილმა პრომო გოგონამ „მილკო ფუდი“-ს ახალი პროდუქტების დაგემოვნება შემომთავაზა. წარმოდგენილი იოგურტებიდან ყველაზე უცნაური და ეგზოტიკური სახელის დრაკონის ხილის იოგურტი შევარჩიე. ადრეც შემინიშნავს მაღაზიის დახლებზე, მაგრამ რაღაც არ მხიბლავდა ინგრედიენტის გაურკვეველი წარმომავლობა.
გავრისკე, გავსინჯე, გემო ნორმალური, აშკარად განსხვავებული ნაცნობი ხილის იოგურტებისაგან. ცეცხლის ფრქვევა ნამდვილად არ დამიწყია შემადგენლობას გადავხედე – რძე აღდგენილი; სპრედი მცენარეული ნაღების (ცხიმოვან ფაზაში მცენარეული და რძის ცხიმის შეფარდება 80/20); შაქარი; ხილის ნატურალური დანამატი; შემასქელებელი: პექტინი, მოდიფიცირებული სახამებელი; ლაქტობაქტერიული დედო 107 კწე/გ, კონსერვანტი: კალიუმის სორბატი. იქნებ ეს ძალიან კარგი შემადგენლობაა იოგურტისა, მაგრამ ჩემზე დადებითი წარმოდგენა ნამდვილად არ შეუქმნია. იქნებ ვცდები…
კომპანია „მილკო ფუდი“, იგივე „ეკო-ფუდი“ 2004 წელს დაარსდა მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს და ერთერთ წამყვან ადგილს იკავებს ბაზარზე , გააჩნია ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების სერთიფიკატი და ფლობს უამრავ ჯილდოს.
გასინჯეთ დრაკონის ხილის იოგურტი და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები
დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.