აღფრთოვანება ვერ დავმალე, სათაურიც შესაბამისია!!!
გემრიელ და სასარგებლო დილის პროდუქტების მიერ წარმოებულ კვერცხს, დაემატა ისიც, ამდენი ხნის მანძილზე პირველად აღმოვაჩინე ქართული პროდუქცია, რომელიც ბოლომდე მოწესრიგებულია!
- შეფუთვა სადა და ინფორმაციული;
- რაც მთავარია ეტიკეტზე მეილი კორპორატიული 🙂 info@dila.com.ge
- ვებ გვერდი ძალიან კარგად გადაწყვეტილი, ინფორმაცია სწორად და მიმზიდველად განლაგებული, გასაგებია ცოტა მოძველებული ვერსიაა საიტის, მაგრამ ამას ვინღა დაეძებს, ისე გამიხარდა გული ეხლაც მიცემს 🙂
- ფეისბუქის გვერდი მეტნაკლებად აქტიური;
- დისტრიბუცია მოწესრიგებული;
- დახლზე წარმოჩენა ყურადღება მიქცეული;
- ლოგო და სლოგანი გამართული, შესატყვისი;
- ვიდეორგოლები – საკმაოდ კარგად გაკეთებული;
- აი რაც შეეხება პროდუქციას – მე ექსპერტი არ ვარ მაგრამ ყოველთვის გემრიელია, არასდროს გაფუჭებული გატეხილი ან ჭუჭყიანი არ შემხვედრია.
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, მგონი სამაგალითო და მისაბაძია კომპანია დილის პროდუქტები, მიხარია, რომ არსებობსთ, რადგან აქამდე ასე მოხვედით, ზუსტად ვიცი, რომ გათანამედროვებას და განახლებებს არ დაიკლებთ!
წარმატებები თქვენ <3