ეს არის უნიკალური შემთხვევა და სწორედ ამიტომ მინდა სამაგალითო გახდეს სხვა მწარმოებლებისათვის. იმედს ვიტოვებ, რომ სხვა ადგილობრივი მწარმოებლები მაგალითს აიღებენ და მეტად ყურადღებიანი იქნებიან მისი ნაწარმის მყიდველების მიმართ.
3 დეკემბერს #30დღიანიგამოწვევის ფარგლებში გურანდუხტ ავქოფაშვილმა – ჩვენმა თანამოაზრემ ქართული პროდუქცია იყიდა და გამოწვევის წესისამებრ თავის FB გვერდზე წარმოაჩინა.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=2031016253659274&set=a.520263474734567&type=3&permPage=1
ის რაც შემდეგ მოხდა გაგაოცებთ 🙂
7 დეკემბერს კი კომპანია BIO-მ მისთვის სრულად მოულოდნელად იგი დაასაჩუქრა თავისი პროდუქციის ნაკრებით.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=2036529023107997&set=a.520263474734567&type=3&__tn__=H-R
მყიდველისთვის გაკეთებული ასეთი სიურპრიზისათვის უღრმესი მადლობა „ბიო“-ს – ბიო რძის პროდუქტების მწარმოებელს. კომპანიის შესახებ სრული ინფორმავიისათვის ეწვიეთ “ბიო”-ს FB გვერდს.