ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მონეტა

„ბიზნესი“ დავით აღმაშენებლის დროს?

დავით აღმაშენებელს ყველა იცნობს როგორც ძლიერ მეფეს, დიდ განმანათლებელს და მეომარს, რომელმაც ქვეყანა გააერთიანა და საფუძველი ჩაუყარა საქართველოს საუკუნოვან ძლიერებას [თუმცაღა „აღმაშენებელი“ რამოდენიმე საუკუნის შემდეგ უწოდა ხალხმა]. მაგრამ რა იცით მის მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმების შესახებ?

თემა დიდია და თან ძალიან, ძალიან საინტერესო. ამ მოკლე სტატიაში 2 მნიშვნელოვან მომენტს გამოვყოფ მხოლოდ:

  1. ეს მონეტა დავით აღმაშენებლის დროს არის მოჭრილი. გაიცანით – კავკასიაში პირველი დეკრეტული ფული [ანუ მონეტა, რომლის ღირებულება იმაზე მეტია, ვიდრე თავად ლითონის ღირებულება]. მიუხედავად ამისა, მას „წონა“ ჰქონდა და საკმაოდ დიდიც. აღმოსავლეთში დეკრეტული ფული პირველმა ჩინეთმა შემოიღო, დასავლეთში საქართველომ. უბრალოდ დაფიქრდით რამდენად გავასწარით მაშინ დროს …
  1. რა იყო ბიზნესი დავით აღმაშენებლის დროს? სოფლის მეურნეობას და მესაქონლეობას არა ვთვლი აქ … ვაჭრობა და ხელოსნობა! ქართველებში ვაჭრობა არც მაშინ იყო „მოდური“ საქმიანობა. ამიტომ, „ბიზნესის“ წახალისების მიზნით დავით აღმაშენებელმა „სასათბურე“ პირობები შეუქმნა ებრაელებს და სომხებს [მაგ. ნაკლები გადასახადი დააკისრა] და ყველანაირად ხელი შეუწყო ინფრასტრუქტურის განვითარებას. შენდებოდა გზები, ქარვასლები და ჰოსტელები. ამან კი დროთა განმავლობაში ქვეყანაში დოვლათ შემოიტანა;

ესეც ნახეთ: სტატია ISET ბლოგზე და ცოტა მეტსაც გაიგებთ …

** სურათზე გამოსახულია დავით აღმაშენებლის მონეტა, მოჭრილი სავარაუდოდ, 1118-1125 წლებში. სპილენძი 10,73 გრ. 33 მმ., ბრიტანეთის მუზეუმი, ლონდონი. შუბლი: მეფე საიმპერატორო გვირგვინში (სტემა) ერთ ხელში კვერთხით, მეორეში – სფეროთი. ქართული ზედწერილი: „დავით მეფე“. ზურგი: ჯვარი. ქართული ზედწერილი: „ქრისტე, ადიდე დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“.