დღეს საღამოს ძალიან მაგარი ღია ლექცია მქონდა SEU-ში, რა თქმა უნდა ქართულ და კარგ თემაზე. ისე კარგად შევუყევით მსჯელობა-განხილვებს, რომ დრო აშკარად გამექცა. თუმცა მან ხელი ვერ შემიშალა ბებოს ლავაშის ყიდვაში, რომელიც 1,25 ლარად ვიყიდე. ეს თეთრი ვარიანტია. სიმართლე გითხრათ უფრო მინდოდა რუხის ყიდვა, მაგრამ არ ჰქონდათ, მე კი ამ პოსტის დაწერა რომ არ დამეგვიანებინა იძულებული გავხდი თეთრი ლავაშით დავკმაყოფილებულიყავი.
ბებოს ლავაში
არსებობს თეთრი და რუხი ვარიანტები. აი მე მაგალითად ძალიან მიყვარს შაურმის გაკეთება და ამ დროს ყოველთვის ბებოს ლავაშს ვიყენებ. გემრიელია, არ ტყდება და საფუარის გარეშე მზადდება. უკვე ხვდებით ხომ მის სარგებელს? ბაზარზე ერთი წელიც არ არის რაც ბრენდი შემოვიდა და უკვე იმდენი იყიდება, რომ წარმოებას ვერ აუდიან საწარმოში. რუხი ნამდვილი უნიკუმია. ერთადერთი ეს კომპანია ამზადებს მას. ნახეთ როგრო გამოიყურება რუხი აქ, კომპანიის Facebook გვერდზე.
მე ძალიან მიხარია, რომ ბებოს ლავაში 26-27 სექტემბერის გამოფენა-გაყიდვაზეც ჩვენს გვერდით იდგა ქართულ საქმეში და 18-20 დეკემბერსაც ჩვენს გვერდით იქნება წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვაში. კარგი და გადასარევი ასევე ისიცაა, რომ თუ ერთხელ გასინჯა ადამიანმა ეს პროდუქტი, მორჩა, ვერ გადაეჩვევა!
სწორედ ამ მიზეზებისა გამო ჩვენი 30 დღიანი გამოწვევის მე-10 დღე ბებოს ლავაშისაა. თან დააკვირდით რა ლოგო აქვს. მაშინვე რომ ნდობით განგაწყობს ბრენდის მიმართ!