ძალიან გავბრაზდი ეს რომ ვნახე! ბათუმის ხელმძღვანელობას ქალაქი თავისი კანტორა ხომ არ ჰქონია? ეს რა ჩაუდგამთ? ეტყობა ტურისტული სეზონისათვის ბათუმს „რუსული სტანდარტით“ ამზადებენ …
რაც არ უნდა მიზეზი იყოს, რაც არ უნდა სავაჭრო წერტილების ჩადგმა გინდოდეს, რაც არ უნდა უგემოვნო ვინმე იყოს მთავრობაში, რაც არ უნდა დალეული ან მოწეული გქონდეს … ამ დონის? ვინმე ერთი მაინც ნორმალური არ მოგეძებნებათ ბათუმის ხელმძღვანელობაში? ოდნავ მაინც არ ფიქრობენ ქალაქის იერსახეზე, რეპუტაციაზე და ა.შ.?
სირცხვილია მეგობრებო, სირცხვილი! ამ „დახვეწილი“ გემოვნების „ზენიტის“ შემყურეს კვერცხებზე „მოჯირითე“ ლასტები შედევრად მოგეჩვენება … აბა თქვენ იცით როგორ დახვდებით ტურისტებს და ილოცეთ, რომ მათი „შელოცვები“ [ჩვენიც] არ აგიხდეთ …
წყარო: უპატრონო ბათუმი