ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ახალი ზელანდია, ველინგტონი, მერის არჩევნები და … ბომბი დაპირება!

ახალ ზელანდია და რაგბი ჩვენთვის სინონიმებია. ჰოდა სწორედ ამიტომ არის საინტერესო ეს თემა … თან ეს კაციც ყოფილი მორაგბე ყოფილა და თან სულ სულ შავი 🙂

მოკლედ დედაქალაქის – ველინგტონის მერის სავარძლისთვის ბრძოლაში ჩართული ერთ-ერთი კანდიდატი – Justin Lester ღიად აცხადებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ICT – საინფორმაციო ტექნოლოგიებში ტენდერების პირობებში ადგილობრივის მხარდაჭერის კრიტერიუმებს შეიტანს. კონკრეტულად კი მერობის კანდიდატი მოსახლეობას პირდება რომ:

  1. სახელმწიფო ტენდერების დროს 20% უპირატესობა ექნება ადგილობრივ ICT ბიზნესს;
  2. ქალაქის მენეჯმენტში ინოვაციების ოფიცრის ახალ პოზიციას შემოიტანს;

თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალი ზელანდიის მშპ-ს 7,3 % ICT ტექნოლოგიებიდან ივსება, მაშინ ნათელი ხდება თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში ინოვაციებს. მაგრამ განცხადებაა თავად საინტერესო.

გავარკვიე, რომ ახალი ზელანდია მსოფლიო 26-ეა მშპ-ში ICT სექტორიდან შენატანის პროცენტით და ეს მაშინ, რომცა ICT_ს მშპ-ს 7,3 % შეაქვს. არადა ახალი ზელანდიის მოსახლეობა სულ რაღაც 4.6 მილიონია, ნომინალური მშპ კი თითქმის 170 მილიარდი USD. ე.ი. ICT-ს შეაქვს 12,4 მილიარდზე მეტი.

აი დასტურიც … შვიდკაცაში ყოფილა …

sevens-team

ჩვენი პოლიტიკური პარტიები დამითაგეთ …