ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

არაყი ივერიონი კლასიკური

ქართულია & kar.ge-ა!

არაყი ივერიონი დამზადებულია კლასიკური მეთოდით საუკეთესო ხარისხის მარცვლეულის სპირტისგან. ზოგადად არაყი 40 გრადუსიანი, ნეიტრალური გემოს მქონე უფერული სითხეა. არაყი რაც უფრო ცივია მით უფრო სასიამოვნო დასალევია. ის შეიძლება დავლიოთ როგორც თევზეულთან ასევე ხორცთან, არაყს ხშირად მიირთმევენ ხილთანაც. მას ასევე სვამენ გაზავებულს და ფართოდ გამოიყენება კოქტეილებში ანუ კოქტეილის საბაზისო ინგრედიენტიც შეიძლება ვუწოდოთ.

ჩემს მიერ წარმოდგენილი არაყი ივერიონი სს „სარაჯიშვილი“-ს, პროდუქციაა, კომპანია აწარმოებს არაყის სხვადასხვა სახეობებს: ტარხუნის, პილპილის, ხორბლის და ა.შ

ივერიონი სასიამოვნო დასალევი კარგად დაბალანსებული და დამრგვალებული არაყია, რომელიც გვეხმარება დარდების გაქარვებაში და გვიმაღლებს განწყობას, ის 100%– ით ამართლებს სლოგანს „ მხიარულებას სჭირდება ივერიონი“.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.