ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ოპა

არაქისი ქილაში – ოპა

ქართულია & kar.ge-ა!

ეხლა ნამდვილად დავიბენი: 1,45 ლარად ქილის არაქისი ვნახე [140 გრამი], მოხალული, რომლის ანალოგები [თურქულები] 2.2 და 2.5 ლარი ღირს. ცუდი ნამდვილად არაა. გამაკვირვა იმან, რომ შტრიხ კოდი აქვს ქართული, არადა აწერია, რომ ჩინეთშია დამზადებული. რაღაც არ მესმის … არადა როგორ გამიხარდა თავიდან …

ჩვენთან შემოაქვს სადისტრიბუციო კომპანიას – შპს ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია. ეტიკეტზე ასევე აწერია – „დამზადებულია SHINENUTS LTD ჩინეთი“. სავარაუდოდ ჩინეთში აგზავნიან ეტიკეტს, ისინიც აწარმოებენ და სტკიცავენ ქართულ ეტიკეტს … ჩვენ აქ უნდა გვიხაროდეს და ჩინეთს უნდა ვავითარებდეთ? თუ როგორაა საქმე? ჰო, საიტზე და facebook-ზე საუბარიც ზედმეტია რა თქმა უნდა.

შტრიხ კოდი 486-ით იწყება. როგორია იმის ალბათობა, რომ შეცდომაში შეყვანის მიზნით ეწეროს არასწორი შტრიხ კოდი? ამ გემრიელ საიტზე ეს და ბევრი სხვა ქართული შტრიქ კოდიც არ იძებნება – http://www.gs1ge.org/

საინტერესოა, ამ სფეროს შტრიხ კოდების სისწორეს ეტიკეტზე ვინ აკონტროლებს?

 

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.