ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
kar.ge ქართული ქარვასლა

ანონსი: kar.ge ქართული ქარვასლა – ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, 26-27 სექტემბერი

დღეს დიდი და ემოციური დღეა!

ჩემთვის და კიდევ რამოდენიმე ადამიანისათვის, რომლებმაც უკვე დახარჯეს დიდი ენერგია ამ თემის მომზადებაზე. დღეს მხოლოდ დავაანონსებთ, მომდევნო სტატიაში კი დეტალურად გავშლით 3K-ს [სამიკა]-ს უნიკალობას.

2015 წლის 26-27 სექტემბერს მოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა ატარებენ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის გამოფენაგაყიდვას – kar.ge ქართული ქარვასლა. მონაწილეობისათვის ვიწვევთ ყველა ბიზნეს კომპანიას, რომელი საქართველოში ხარისხიან პროდუქტს აწარმოებს.

ზემოთ სურათზე ბნ. ზურაბ შავლაყაძე, ქარვასლას დირექტორი და თქვენი მონა-მორჩილი ვამაყობთ, რომ kar.ge ქართული ქარვასლას ჩატარების თაობაზე თანამშრომლობის მემორანდუმს დღეს მოვაწერეთ ხელი.

უფრო დეტალურ ინფორმაციას გამოფენა-გაყიდვის შესახებ მალე მოგაწვდით 🙂