ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ექსპორტ-იმპორტი

აიწყვიტა …

დღეს იშვიათი გამონაკლისის სახით [შუა კვირაში მოხდა და იმიტომ] საღამოს ბაზარში გავიარე საზამთროს საყიდლად. გამყიდველთან საუბარში ვარ და ამ დროს ერთი ქალბატონი მოგვიახლოვდა. მიმოიკითხა საზამთროს ავან-ჩავანი და ბოლოს მთავარი შეკითხვა დასვა: ხომ ქართულია?

გაასწორა … იფ … ყოჩაღ! ეგრე უნდა მოვიქცეთ ყოველი შესყიდვისას! ყვარლის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოტანილი აღმოჩნდა.

ეხლა კი ცუდი ამბები … 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2015 წლის იანვარ-მაისში [5 თვეში] საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3917 მლნ. აშშ დოლარი [თითქმის 4 მილიარდი] შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 884 მლნ. აშშ დოლარი იყო (25 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3033 მლნ. აშშ დოლარი (9 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-მაისში 2150 მლნ. აშშ დოლარი [2 მილიარდზე მეტი] და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა. და ეს ყველაფერი 5 თვეში …

2,150,000,000 [2 მილიარდზე მეტი] აშშ დოლარი – აი რამდენი გაიწრიტა საქართველოდან მხოლოდ 2015 წლის 5 თვეში. ეს თითოეულ ჩვენგანზე აისახება …

 

რომ აიწყვიტა გავიგეთ, მაგრამ რა გააჩერებს ამ პროცესს?

იყიდე მხოლოდ წართული წარმოების პროდუქცია! იყიდე და სხვასაც მოუწოდე რომ იყიდოს! გადაუღე სურათი და აჩვენე Facebook-ზე. დათაგე ჩვენი Facebook გვერდი – ქართულია & kar.ge-ა … გადადგი ეს ნაბიჯი ყოველ დღე …

 

მაგრამ როგორ დავიყვანოთ ეს აზრი ამ ქვეყნის თითოეულ მაცხოვრებლამდე?