ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ექსპორტი > მოძრაობა KAR.GE-ს და World-OKTA ხელშეწყობით ბებოს ჩურჩხელა SEOUL FOOD-ზე მოხვდა

მოძრაობა KAR.GE-ს და World-OKTA ხელშეწყობით ბებოს ჩურჩხელა SEOUL FOOD-ზე მოხვდა

ექსპორტი რამდენადაც საჭირო, იმდენადვე რთული საქმეა …
მოთმინებით და ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა წინ კი მისი აუცილებელი ინგრედიენტი …

აგერ ბატონო …
ბებოს ჩურჩხელა 2017 წლის მარტში ექსპორტზე გავიტანეთ
ჩაიხანების ქსელს მივაწოდეთ, და როგორც ჩანს ძალიან მოეწონათ
მის შემდეგ რამოდენიმენეჯერ სურათები ჩამოგვივიდა …
მაგრამ ეს სულ სხვაა …

როგორც ჩანს TEAHOUSE VIA-ს გუნდს ისე მოეწონა ჩვენი პროდუქტი, რომ სეულში წაიღეს საერთაშორისო ექსპოზე … წაღება ერთია, განლაგებას დააკვირდით სტენდზე. ჩაისაა სტენდი თუ ჩურჩხელას, ვერ გაიგებს ადამიანი …

სეულში ასეთ ექსპოზე ქართული პროდუქტის მოხვედრა რას ნიშნავს იცით?
თან SEOUL FOOD-ზე …
ეწვიეთ ექსპოს ვებსაიტს და თვითონ განსაჯეთ …

ერთი სიტყვით,
მოძრაობა KAR.GE და World-OKTA გავაგრძელებთ სვლას ამ მიმართულებით. უსერიოზულეს თემას დავაანონსებთ სულ მალე.