ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > თავი იგრძნო ჯადოქრად? დიახ, WarlockVR ქართული ნაწარმია …
WarlockVR

თავი იგრძნო ჯადოქრად? დიახ, WarlockVR ქართული ნაწარმია …

აი ამას ნამდვილად ვერ შეჭამთ …

უფრო სწორად შეჭამთ, მაგრამ გონებით …

Warlock VR – ეს არის პირველი ქართული VR თამაში, რომელშიც პრაქტიკულად ჯადოქარი ხარ!

 

kar.ge-ზე ძალიან მივეჩვიეთ „კუჭზე გამავალ“ ქართულ პროდუქციას, მაგრამ დღეს მინდა ქართული ინოვაციური თამაში – WarlockVR შემოგთავაზოთ. ეს არის ქართული თამაშების სტუდია – StormBringer Studios-ის მიერ შექმნილი თამაში, რომელიც Oculus Rift-ს და Leap Motion-ს იყენებს. პირველი არის ვირტუალური რეალობის სათვალე [თუ დღემდე არ გამოგიცდიათ, მაშინ ჰოო …], მეორე კი კომპიუტერზე მიერთებული მოწყობილობაა, რომლითაც პრაქტიკულად შედიხარ ვირტუალურ რეალობაში.

WarlockVR შექმნა და დახვეწის პროცესშია. ნახეთ დემო და მიხვდებით რაზეა საუბარი, საით მიდის თამაშების მომავალი და … მერე დაფიქრდით სად ვართ ჩვენ … მთელი ქვეყანა …

WarlockVR-ში პრაქტიკულად შედიხარ ვირტუალურ სამყაროში და ისე თამაშობ, ოღონდ არა მაუსით, ჯოისტიკით და/ან კლავიატურით კი არა, არამედ ხელები თამაშში გაქვს, საკუთარი ხელები, და მათი მოძრაობით მართავ პროცესებს, მაგალითად გაისროლი ცეცხლოვან და ელექტრონულ სფეროებს, თორის უშველებელ ნაჯახს, აფეთქებ ცეცხლოვან ბურთებს და ა.შ. მე პირადად არ დამიტესტია ეს [ამას სათანადო მოწყობილობები სჭირდება რომ ითამაშო], მაგრამ დემო ნათლად აღწერს თამაშის გამოცდილებას.

უყურეთ აქ

 

ჩამოტვირთვა და „დაგემოვნება“ შეგიძლიათ აქ.

 

ხედავთ რა მაგარი რამეების შექმნა შეგვიძლია საქართველოში?

რას უსურვებდით ავტორებს?