ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

VRZ Torment +1 წარმატება: ქართული VR თამაში THEVRGRID.com შეფასებით პირველ ადგილზეა!

ეს ქართული VR თამაშის მორიგი სერიოზული წარმატებაა!
ქართული VR თამაში უმაღლეს შეფასებას იღებს THEVRGRID.com-ზე
რეიტინგში ნახეთ ვის გაუსწრო …

რა არის VRZ Torment?

ეს StormBringer Studio-ს მიერ შექმნილი Zombie Shooter/Survival თამაშია ვირტუალურ რეალობაში, რომელსაც ვირტუალური რეალობის სათვალით თამაშობ სმარტფონიდან. თამაში 19 მაისამდე საცდელ ეტაპზე იყო, 19 მაისიდან კი ოფიციალურად ჩაეშვა გაყიდვაში Steam-ზე  (თამაშების გაყიდვების პორტალი). Gameplay შეგიძლიათ იხილოთ აქ.

წარმატება ნაბიჯ-ნაბიჯ იჭედება ხომ იცით და აი მორიგი წარმატება!

ამჯერად TheVRgrid.com-ის მიმოხილვით თამაშს უმაღლესი – #1 რეიტინგი აქვს და დააკვირდით რეიტინგში მეორე რომელია? დიახ … აი ასეთებს ვუსწრებთ ამ სფეროში … ეს ნამდვილად საამაყოა! დეტალური შეფასება იხილეთ აქ.

ქართული VR თამაშის შექმნა და ბაზარზე გატანა ძალიან დიდი საქმეა. დიახ, ესეც ექსპორტია … ინტელექტუალური შრომის შედეგი, რომელიც იყიდება ქვეყნის გარეთ. ოღონდ ცოტა თავისებური ექსპორტი… არ იჭმება, ხელით ვერ შეეხები, მაგრამ ინოვაციურ ი მიმართულების პროდუქციის ექსპორტია.