ეს კონკრეტული “კვირის პალიტრა“ წერეთელზე, მეტროსთან ვიყიდე. 1,5 ლარი გადავიხადე. მასში კი „აღმოვაჩინე“ სპეციალური გამოცემა #ქართულიადაკარგია …
პროექტის მასშტაბი უპრეცედენტოა: 25,000 ოჯახში და სახელმწიფო/კერძო ორგანიზაციაში მისული საგაზეთო კატალოგი ერთი კვირაში 100,000, ერთ თვეში კი 300,000-მდე ინფორმირებულ მყიდველს ნიშნავს. თანმხლები Facebook კამპანიით კი კატალოგის ელექტრონულ ვერსიას მინიმუმ 1,000,000 პოტენციური მყიდველი გაეცნობა, რომელთა 20-25% ქართული პროდუქციით დაინტერესებული აუდიტორიაა. ანუ, ჯამურად მინიმუმ 500,000 ქართული ნაწარმით რეალურად დაინტერესებული მყიდველი გაეცნობა საგაზეთო კატალოგს და მასში წარმოდგენილ პროდუქციას.
მყიდველთა ნაწილი იმის გამო იყიდის, რომ ნაწარმი ნაღდად ქართულია [პატრიოტული მოტივაცია]; ნაწილი იმიტომ, რომ ახალ ქართულ ნაწარმს აღმოაჩენს [ცნობადობის ზრდის ეფექტი]; ნაწილი კი პირდაპირ მწარმოებლებისგან იყიდის მსხვილ პარტიას უკეთეს ფასში [პრაგმატული მოტივაცია].
კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა იმ ქართულ კომპანიებს, რომელთაც თავისი წვლილი შეიტანეს ამ საერთო საქმეში. და დაიწყო ის, რასაც ველით …