საქართველოში დღეს რომ შენი ბიზნესისათვის ფულის მოძიება გინდოდეს 3+2 გზა გაქვს: საკუთარი ჯიბე, ბანკი ან პარტნიორი. თუ ერთი ცარიელია, მეორე ძვირი, მესამე კი არ ჩანს, მაშინ მეოთხე გზაცაა – რომელიმე სახელმწიფო პროგრამას ან მეხუთე საერთაშორისო ორგანიზაციის გრანტი. ხოლო თუ ამათგანაც არაფერი გამოვიდა, მაშინ ჰოოოო … იმიტომ რომ სხვა გზა დღეს არ გაქვს!
USDA – აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით ინოვაციური პროექტი შეიქმნა, რომელიც ტესტირების ფაზაში გადადის. პროექტის მიზანია სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო პროექტებისათვის შექმნას crowdfunding-ის სისტემა, რომლის ფარგლებში პროექტში ფულის ჩადება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. როგორც სტატია იუწყება სისტემა უკვე შექმნილია და ტესტირებას ერთ კონკრეტულ რეგიონში – Monadrock-ში იწყებენ. აქაურ მეწარმეებს პირველებს ექნებათ ახალი სისტემის „დაგემოვნების“ შანსი.
კონკრეტულად რას გულისხმობს ეს სისტემა?
- სასოფლო სამეწარმეო პროექტების დაფინანსების ეკოსისტემის შექმნა/წახალისება – პროექტის მთავარი მიზანია. თუმცა არანაკლები მიზანია ადგილობრივი ინვესტიციების წახალისება. მით უმეტეს, რომ კაპიტალზე მოთხოვნა არის.
- ეს იქნება ონლაინ პლატფორმა, დაახლოებით ისეთივე, როგორებიცაა kickstarter ან თუმცა დაგეგმილია ადგილობრივი დაინტერესებულებისათვის ტრენინგების ჩატარება სისტემის მოხმარების კუთხით.
- მომდევნო 8 კვირის მანძილზე გაწეული მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ სისტემა უკვე ნოემბერში გაეშვება.
რა შედეგს მოიტანდა ასეთი პროექტის საქართველოში განხორციელება?
- ბიზნეს იდეის ავტორებს გაუჩნდებოდათ დაფინანსების ალტერნატიული წყარო. მე თუ მექნება იდეა, მეცოდინებოდა, რომ მისი დაფინანსების მოპოვების ეს წყაროც არსებობს და ეს უკვე არის ძალიან კარგი.
- გაჩნდებოდა ლარში ინვესტირების ალტერნატიული შესაძლებლობა. მე როცა მაქვს თავისუფალი 1000 ლარი და აგერ არის პროექტი, რომელიც მპირდება კონკრეტულ ხეირს, რაზეა საუბარი …
- ეს მიაბამს ადგილობრივ მყიდველს ადგილობრივ პროდუქციასთან. მე როცა ქართულ საწარმოში მაქვს ფული ჩადებული, როგორ გგონიათ, სხვის პროდუქციას, იმპორტულ პროდუქციას შევიძენ?
მოვა დრო და მოძრაობა KAR.GE ასეთ რამეს აუცილებლად გააკეთებს.