ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ტურისტული კომპანიის ბიზნეს გეგმის დაწერა

ტურისტული კომპანიის ბიზნეს გეგმის დაწერა

სამი განსაკუთრებული რჩევა მაქვს ხოლმე მათთვის, ვისაც ტურისტული კომპანიის ბიზნეს გეგმის დაწერა უნდა.

მარანი, საოჯახო სასტუმრო, სასოფლო ტურიზმი, გლამფინგი, კემპინგი, სატრანსპორტო კომპანია, ციფრული კომპანია და ა.შ. … უამრავი თემა ერთიანდება ამ ერთი დიდი ქუდის ქვეშ.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

მცირე შესავალი

2019 წელს 9,4+ მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა ქვეყანაში, რომელიც 20 წლის წინათ მილიონ ტურისტს ნატრულობდა წელიწადში.

2019-მდე ტურიზმი იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ ქვეყანაში წამყვანი დარგი გახდა, მინიმუმ 250,000 ადამიანს ასაქმებდა და 3,5 მილიარდი USD შემოიტანა ქვეყანაში.

ეს არის შესაძლებლობათა დიდი არეალი, და ყველას, რომელიც ბიზნესს გულიანად მიუდგება (მძღოლი იქნება ის თუ მარნის მფლობელი), აქვს ფულის შოვნის შესაძლებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 ვარდნა იყო კატასტროფული. დარგი 20-ჯერ შემცირდა!

ვფიქრობ 2024 წლისთვის დავუბრუნდებით 2019 შედეგებს.

მანამდე კი …

მოვემზადოთ …

ჩემი გამოცდილებიდან, შემიძლია გაგიზიაროთ რა არის ჩემი აზრით ამ სფეროში წარმატების გასაღებ[ებ]ი.

1. “განსხვავე ან მოკვდი”!

რაღაც უნდა შესთავაზო ბაზარს ისეთი, რომელსაც არავინ აკეთებს და თან ისე უნდა შესთავაზო, რომ პირველი დაფიქსირდე იმ თემაში ორბიტაზე ერთი ხელის მოსმით.

იდეალური იქნება, თუ ინოვაცია იქნება და ამ ინოვაციას პირველი გააკეთებ მთელი საქართველოს მასშტაბით.

მაგალითად ტურისტს LIVE-ით დაათვალიერებინო ტურისტული ღირსშესანიშნაობა (ამაზონმა დანერგა 2020-ის ბოლოს).

თუმცა შეიძლება არსებული “ველოსიპედი” გადაიტანო შენს რეგიონში და იქ გააკეთო. ამ გზით განსხვავებულობას ლოკალურ დონეზე მიაღწევ.

უამრავი ადამიანი და ორგანიზაციაა ამ სფეროში დასაქმებული და თუ გინდათ ქათმებში არწივად გამოჩნდეთ, უნდა მოიპოვოთ განსხვავებულობა თქვენი დამკვეთების თვალში.

რა იქნება ეს განსხვავებულობა, თქვენზეა. მთავარია შემდეგი: იყო განსხვავებული ერთადერთი გზაა გამოირჩეოდე.

და ბიზნეს გეგმა ამას უნდა ეყრდნობოდეს.

2. დიფერენცირების დიდი შესაძლებლობაა ადამიანი, გუნდი

შეიძლება გიდი გყავდეთ ისეთი (ან თვითონ იყო), რომ სწორედ გიდის გამო შედგეს თქვენი წარმატებული ბიზნესი.

არაერთხელ მქონია შემთხვევა, რომ გიდის მოძებნა არც ისე ადვილი საქმე გამომდგარა დამწყები ტურისტული კომპანიისათვის.

ტურიზმი მომსახურების სფეროა. მომსახურებაში კი ადამიანია გადამწყვეტი.

კადრების მოძიება განსაკუთრებით გართულდა 2022 წელს. დარგი კადრებისგან დაიცალა და ვინც დარჩა, ძველი ანაზღაურებით და პირობებით აღარ ბრუნდება.

3. კრიტიკულად მნიშვნელოვანია კავშირები, სტრატეგიული კავშირები

ერთ-ერთი ყველაზე მიტოვებული თემა დარგის მოთამაშეების მხრიდან.

ვიზიტორები ძალიან ხშირად მოგზაურობენ. შესაბამისად თქვენ მოგეთხოვებათ “იცნობდეთ ხალხს და ადგილებს”, რომ თქვენს დამკვეთებს ვარიანტები შესთავაზოთ.

მეტიც, თქვენ ვალდებული ხართ იცნობდეთ ყველას, ვისაც კი ტურიზმის ინდუსტრიასთან ერთხელ მაინც ჩაუვლია, მინიმუმ თქვენს რეგიონში. იქნება ეს ადგილობრივი ხელისუფლება თუ რამე არასამთავრობო ორგანიზაცია.

რა არის მნიშვნელოვანი ამ ტიპის კომპანიის ბიზნეს გეგმის წერისას?

ტურისტული კომპანიის ბიზნეს გეგმის დაწერა თუ მიწევს, სათანადო შაბლონს ვიყენებ, რომელიც უშუალოდ ჩემი შემუშავებულია.

როგორც წესი დასაწერად 3 დღეზე მეტი არ არის საჭირო (თუ რა თქმა უნდა თემა მზადაა იმ დონეზე, რომ დაწერადი იყოს).

პირველ დღეს 3 საათი Zoom Live, მეორე დღესაც იგივე და მესამე დღეს პროექტი დაწერილია. ფასი იწყება 400 ლარიდან თუ მცირე პროექტია, მაგალითად აწარმოეს მიკროგრანტი.

ხოლო თუ თემა დიდია, მაშინ 2 კვირამდე დრო შეიძლება დასჭირდეს და 2500+ ლარზე მეტი დაჯდეს.

დაიმახსოვრე:

მიჰყვები ამ სამ რჩევას?

ეს სერვისის ინდუსტრიაა და აუცილებლად გააკეთებ ფულს!

თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკოთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია)!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: