ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > ტურისტული კომპანიის ბიზნეს გეგმის დაწერა

ტურისტული კომპანიის ბიზნეს გეგმის დაწერა

2019 წელს 9,4+ მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა ქვეყანაში, რომელიც 20 წლის წინათ მილიონ ტურისტს ნატრულობდა წელიწადში (გახსოვთ რა დრო იყო?). დღეს ტურიზმი იმდენად სწრაფად იზრდება, რომ ქვეყანაში წამყვანი დარგი ხდება, მინიმუმ 250,000 ადამიანს ასაქმებს, 2019 წელს კი 3,5 მილიარდი USD შემოიტანა ქვეყანაში. ეს არის შესაძლებლობათა დიდი არეალი, და ყველას, პრაქტიკულად ყველას, რომელიც ბიზნესს გულიანად მიუდგება (მძღოლი იქნება ის თუ მარნის მფლობელი), აქვს ფულის შოვნის შესაძლებლობა.

ეს მდგომარეობა იყო 2019 წლის ბოლოსთვის. იმედი მაქვს 2022 წლისთვის მაინც დავუბრუნდებით ამ შედეგებს. მანამდე კი … მოვემზადოთ …

სამი განსაკუთრებული რჩევა მაქვს ხოლმე მათთვის, ვისაც ტურისტული კომპანიის ბიზნეს გეგმის დაწერა უნდა:

  1. პრინციპი “განსხვავე ან მოკვდი”! რაღაც უნდა შესთავაზო ბაზარს ისეთი, რომელსაც არავინ აკეთებს და თან ისე უნდა შესთავაზო, რომ პირველი დაფიქსირდე იმ თემაში ორბიტაზე ერთი ხელის მოსმით. უამრავი ადამიანი და ორგანიზაციაა ამ სფეროში დასაქმებული და თუ გინდათ ქათმებში არწივად გამოჩნდეთ, უნდა მოიპოვოთ განსხვავებულობა თქვენი დამკვეთების თვალში. რა იქნება ეს განსხვავებულობა, თქვენზეა.
  2. დიფერენცირების დიდი შესაძლებლობაა ადამიანი, გუნდი. შეიძლება გიდი გყავდეთ ისეთი (ან თვითონ იყო), რომ სწორედ გიდის გამო შედგეს თქვენი წარმატებული ბიზნესი. არაერთხელ მქონია შემთხვევა, რომ გიდის მოძებნა არც ისე ადვილი საქმე გამომდგარა დამწყები ტურისტული კომპანიისათვის.
  3. კრიტიკულად მნიშვნელოვანია კავშირები, სტრატეგიული კავშირები. ვიზიტორები ძალიან ხშირად მოგზაურობენ. შესაბამისად თქვენ მოგეთხოვებათ “იცნობდეთ ხალხს და ადგილებს”, რომ თქვენს დამკვეთებს ვარიანტები შესთავაზოთ.

ტურისტული კომპანიის ბიზნეს გეგმის დაწერა თუ მიწევს, სათანადო შაბლონს ვიყენებ, რომელიც უშუალოდ ჩემი შემუშავებულია. იგი არცერთ სხვა შაბლონს არ ჰგავს სწორედ იმიტომ რომ ეს “სხვანაირი” თემაა. ფაქტი ერთია: მიჰყვები ამ სამ რჩევას? ეს სერვისის ინდუსტრიაა და აუცილებლად გააკეთებ ფულს!

თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკოთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია). დაკვალიანებას არ დაგზარდებით!