ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ექსპორტი > TMT ქართული ტყემლები და წვენები ბერლინშია აღმოჩენილი
TMT ქართული ტყემლები და წვენები ბერლინშია აღმოჩენილი

TMT ქართული ტყემლები და წვენები ბერლინშია აღმოჩენილი

უღრმესი მადლობა ანა ტრაპაიძეს ამ ფოტოების გამოგზავნისათვის. ანა ბერლინში ცხოვრობს და ერთ დღესაც Ledo Market-ს ესტუმრა, სადაც ქართული პროდუქტები არა მხოლოდ აღმოაჩინა და შეიძინა, არამედ სურათებიც გადაუღო და გამომიგზავნა.

TMT-ს უგემრიელესი პროდუქცია მე პირადად პირველად დაახლოებით 1 წლის წინ გამოფენაზე – „აირჩიე ქართული“ გუდვილში გავიცანი. ეს არის ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანია, რომლის პროდუქციასაც გუდვილში ბლომად შეხვდებით. უგემრიელესი ყვითელი ტყემალი შევიძინე მაშინ. kar.ge-ზე კი ამ კომპანიის უგემრიელესი სამარხვო ტკბილეულიც გვაქვს გაშუქებული.

უცხოეთში მაცხოვრებელო/მოგზაური ჩვენებურებო: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათები, გამომიგზავნეთ და განვათავსებ kar.ge-ზე. ჩაერთეთ კარგი ქართული საქმის კეთებაში! ყიდულობ ქართულს? ე.ი. ასაქმებ ამ ქვეყნის მოქალაქეს, აძლიერებ ჩვენებურ ბიზნესს და აძლიერებ ჩვენს სახელმწიფოს! დაიმახსოვრეთ ეს!