ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > ტექნოლოგიური სტარტაპის ბიზნეს გეგმის დაწერა

ტექნოლოგიური სტარტაპის ბიზნეს გეგმის დაწერა

რა არის ბიზნეს გეგმა?
რატომ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
რა დრო სჭირდება ბიზნეს გეგმის დაწერას?
რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ შეუკვეთო ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ ვიქცევით თუ ბიზნეს გეგმაზე მუშაობა დაგეგმილზე მეტ დროს ითხოვს?
და ა.შ. მსგავს, ასე ვთქვათ „საბაზო“ სტატიებს და კიდევ უფრო მეტს ნახავთ აქ

[ეყრდნობა ამ საქმეში ჩემს 20+ წლიან პრაქტიკულ გამოცდილებას]

დღეს ისე მოიცვითა სიტყვა “სტარტაპი”, რომ ყველა ამ სახელს იყენებს იქნება ის ჩურჩხელას ბიზნესში თუ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში. თუ ამ სფეროსკენ იყურებით, მაშინ პირველივე, რასაც გეტყვით არის შემდეგი: სტარტაპი ის არ არის, რაც ამ სიტყვის მხსენებელთა 95%-ს ჰგონია. სტარტაპი არის სწრაფ ზრდაზე გათვლილი ბიზნესი, რომელიც “სხვანაირად” იგეგმება და “სხვანაირად” კეთდება.

უფრო გასაგები რომ იყოს … სახინკლე ვერასოდეს გახდება სტარტაპი (ვერ მასშტაბირდება სწრაფად) თუ რაღაც სასწაული ჩანაფიქრი არ არის მის უკან. სტარტაპები ხშირად არიან ტექნოლოგიებთან დაკავშირებული წამოწყებები, რომელთაც რეალურად აქვს მასშტაბირების და სწრაფი გაფართოვების შესაძლებლობა.

ტექნოლოგიური სტარტაპის ბიზნეს გეგმის დაწერა თუ გაქვთ გადაწყვეტილი, პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ არ გჭირდებათ “სტანდარტული” ბიზნეს გეგმა და მისი ბევრი ისეთი უსარგებლო ნაწილი, როგორიცაა მაგალითად სტანდარტული ფინანსური მაჩვენებლების გამოთვლა. სამაგიეროთ ისეთი რამეების ინტეგრირება უნდა გააკეთოთ პროექტში, როგორებიცაა მაგალითად დაფინანსების რაუნდების მისადაგება სამუშაო გეგმისათვის, სტარტაპის ზრდის ეტაპების ჭკვიანურად დაგეგმვა და ა.შ..

კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი გუნდი ბოლომდე იყოს ჩართული ამ გეგმის დაწერის პროცესში, ვინაიდან ამ გეგმის ღირებულება არის არა ის, რომ დაინახოთ ფული (რეალურად მაინც ვერ დაინახავთ, სანამ კარგა გზას არ გაივლის), არამედ დაგეგმოთ პროცესი, რომელიც მიგიყვანთ EXIT-ამდე (რეალურად 100-დან 95 სტარტაპი გაყიდვაზეა გათვლილი). ასევე, რომ გააკეთოთ POC, გააკეთოთ MVP-ს და მას შემდეგ რა ბევრს იწვალებთ, ბევრს “ჭამთ” და ბევრს “გადაახტებით”, მიხვდებით რას აქვს აზრი და რას არა … თუ გადარჩით რა თქმა უნდა … თუ ვერ გადარჩით, არა უშავს, fail fast.

მოკლედ, ტექნოლოგიური სტარტაპის ბიზნეს გეგმის დაწერა თუ გაქვთ გადაწყვეტილი აქ ნახეთ GITA-ს შაბლონი და ჩაუჯექით (ამ ხალხმა იცის თავისი საქმე). ერთადერთი რაც გევალებათ, არის შეკითხვებზე გასცეთ ამომწურავი პასუხები (ყველა გამჭრიახი ადამიანი შეძლებს). თუ დაკვალიანება დაგჭირდებათ დამიკავშირდით ან მოძებნეთ კვალიფიციური ადამიანი. კარგი აქ ისაა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც GITA-ს აქვს 100,000 ლარიანი საგრანტო კონკურსი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ და მოქოქოთ საქმე.

თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია). დაკვალიანებას არ დაგზარდებით! პროფესიონალურ დონეზე ბიზნეს გეგმის დაწერა შეგიძლიათ შეუკვეთოთ აქ!