ვიცოდი რომ პროცესი დაძრული იყო და ლონდონში ქართული მარკეტი კეთდებოდა …
გუშინღამ კი გავიგე, რომ უკვე გახსნილა და მუშაობს …
შიგნით ქართულის გარდა რამოდენიმე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის ნაწარმია თავმოყრილი…
და მათ შორის რა თქმა უნდა ქართული ნაწარმიც …
რომლის ასორტიმენტიც ნელ-ნელა შეივსება …
მისამართი: 276 Cambridge Heath rd E29DA
ბრენდი სპეციალურად შეიქმნა და ამ ბრენდით საქართველოდან სხვადასხვა დასახელების პროდუქტები გავა. მცირე ბიზნესია ჯერჯერობით, მაგრამ დამფუძნებელს კარგი კავშირები აქვს და მისი მარკეტის გარდა ბევრ სხვა ადგილასაც დაალაგებს ქართულ ნაწარმს. დანარჩენი კი დროის და მონდომების ამბავია.
ვისურვებდი რას?
მსოფლიოს მეტი ქვეყნის მეტ ქალაქში იყოს მსგავსი „საყრდენი წერტილები“, რომ სულ უფრო მეტად მოიქოქოს ექსპორტი!