აქამდე ყოველთვის მაინტერესებდა ჩემი თვალით მენახა რა იყო ეს Tbilisi Flea Market და დღეს ვნახავ! არადა ამ დილით სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე FB-ზე რეგისტრირებული ღონისძიება …
3 მიზეზი თქვენ, თუ რატომ უნდა წახვიდეთ Tbilisi Flea Market-ზე:
(თბილისის „ძველმანების ბაზარი“)
- ადგილი ნებისმიერი ჩვენგანისათვის რაიმე განსაკუთრებულის აღმოსაჩენად, სადაც შესაძლებელია მრავალი ღირებული ნივთის პოვნა.
- ადგილი, სადაც სიამოვნებას მიიღებთ ისეთი ნივთების გაყიდვით, რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ ან პირიქით, შეიძენთ იმას, რაც ხელმისაწვდომი აღარაა მაღაზიებში. სიამოვნებას მოგანიჭებთ ასევე უჩვეულო და მოულოდნელ საგნებთან შეხვედრა.
- ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება.
დანარჩენს რომ ვნახავ [ფოტოებსაც გადავიღებ] მერე დავწერ …
ანუ დღეს საღამოს …
PS
ფოტო ღონისძიების გვერდზე ავარჩიე. Tbilisi Flea Market -ზე ზუსტად იმ ემოციას ველი, რაც ამ ნაკეთობისგან მოდის!