ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ექსპორტი > იამაყეთ! Sydney-ში “აღმოჩენილი“ ქართული პროდუქტებით
sydney

იამაყეთ! Sydney-ში “აღმოჩენილი“ ქართული პროდუქტებით

kar.ge სტატისტიკის მიხედვით საიტის სტუმრების დაახლოებით 15% მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული ქართველები არიან. ძალიან მახარებს, რომ რამოდენიმე მათგანი უკვე გამოეხმაურა kar.ge-ზე მიმდინარე კამპანია – “დაიპყარი მსოფლიო“-ს და უკვე მომაწოდა იქ დახლზე დადებული ქართული პროდუქტების სურათები. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის! დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს!

 

დღეს წარმოგიდგენთ სურათებს, რომელთა მოწოდებისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულეს ირინას, რომელიც Sydney-ში ცხოვრობს. ამჯერად ირინამ 3 პროდუქტის სურათი გამომიგზავნა:

1. ბროწეულის წვენი, რომელიც georgia’s Naturals-ის მიერ არის წარმოებული თავისი სახელით

brotseulis-tsveni-1

2. ესეც ბროწეულის წვენია, მაგრამ ამჯერად წარმოებულია არის ავსტრალიური კომპანიისათვის, სხვა სახელით იგივე მწარმოებლის – AROMA-ს მიერ [ყოველ შემთხვევაში ეტიკეტიდან ამ დასკვნას ვაკეთებ]

brotseulis-tsveni-2

3. ეს კი ნაბეღლავი

nabeghlavi

 

ქართული პროდუქტი ექსპორტზე – აი ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე!

იამაყეთ ქართულით!

 

PS

kar.ge-ზე მიმდინარეობს კამპანია – “დაიპყარი მსოფლიო!” მოგმართავთ თქვენ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ქართველებს: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათი [რამოდენიმე, ყველა მხრიდან] და გამომიგზავნეთ. თქვენს სურათს და მოწოდებულ ინფორმაციას ასიათასობით ადამიანს ვაჩვენებთ.