ვულოცავ TV სტარვიზიას ბიზნეს გადაცემა „STV ბიზნესი“-ს წამოწყებას და მოხარული ვარ, რომ ერთ-ერთ პირველ გადაცემაში წამყვანთან – ქალბატონ ბელა გელაშვილთან სტუმრად ვიყავით ბნ. ლევან სილაგავა, მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი და მე, ტარიელ ზივზივაძე.
დისკუსია სრულად შეგიძლიათ აქ ნახოთ. ჩაწერა 4 აპრილს შედგა, თავად გადაცემა კი 7 აპრილს გავიდა. გარკვეული მონაკვეთები მონტაჟის დროსაა ამოჭრილი, თუმცა საერთო აზრი მაინც გასაგებადაა ნათქვამი: საქართველოში რეალური ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია!