ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ჭვავის-კრეკერი-აჯიკით

გაიცანით STARK – ჭვავის კრეკერი აჯიკის და სვანური მარილის არომატით

კითხულობ ხომ? კარგია …

ალბათ გგონია, რომ ლიტვურმა საცხობმა ფული გადაიხადა ამ სტატიაში. ასეა? შეიძლება ისიც კი გგონია, რომ ჩვენ ამ საქმიანობაში ვიღაც ფულს გვიხდის … ხელმძღვანელობთ რა პრინციპით „აბა სულელები ხომ არ არიან სხვის რეკლამაში რომ ხარჯავენ დროს და ენერგიას“ … ასეა? იცით რამდენს ჰგონია ასე? თუ მართლა ასე ფიქრობთ ახედეთ ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში და მიხვდებით რა ჰქნათ, იმიტომ რომ ახსნას მაინც აზრი არ აქვს …

სადაც ქართული & kar.ge გამოჩნდება, მაქსიმალურად ვეცდებით რომ kar.ge-ს მეშვეობით პოპულარული გავხადოთ, რომ ზოგიერთი ლუარსაბ თათქარიძისგან განსხვავებით, ერთი ადგილის განძრევა რომ ეზარებათ, მინიმალური, მაგრამ ჩვენი წვლილი მაინც შევიტანოთ ქართული საქმის გაკეთებაში, თქვენი საქმისიც … სხვათა შორის!

ამ კრეკერის მწარმოებელი ლიტვური საცხობია. ლიტრვური ბრენდი, მაგრამ მაინც ქართული წარმოება. აქ მუშაობენ, აქ ხალხია დასაქმებული, აქ ბიზნესი ვითარდება, აქ გადასახადს იხდიან და სწორედ ამის გამო ქართულ საქმეს აკეთებენ. 90 თეთრი ღირს ეს პროდუქტი და ხარისხი/ფასის კომბინაცია ნამდვილად გადასარევია.

ჭვავის კრეკერი STARK სამი არომატითაა წარმოდგენილი ბაზარზე. გუშინ STARK – ჭვავის კრეკერი ნივრის და მარილის არომატით გაგაცანით. ეს ჭვავის კრეკერი აჯიკისა და სვანური მარილის არომატით მაგარია! მე უფრო მომწონს მაგალითად.

ლიტვურ საცხობს ყოჩაღ! ჩავანაცვლოთ და გავყაროთ ბაზრიდან ყველა მსგავსი იმპორტული ნაგავი, განსაკუთრებით ის, რაც რუსეთიდან შემოდის.