ერთი ძალიან კარგი ამბავი მინდა გაგიზიაროთ …
იცით ხომ ახალი გამოსული მეშვიდე ეპიზოდი – Star Wars: The Force Awakens?
ცნობისათვის, სულ აქამდე 6 Star Wars ეპიზოდია გამოსული, რომელთაც ჯამში 10 ოსკარი აქვთ აღებული. ამ ფილმმა პრაქტიკულად მთელ ჟანრს ჩაუყარა საფუძველი და მის ფასეულებებზე თაობები აღზარდა. აღარ ვსაუბრობთ box-office რეკორდებზე.
ის თუ იცით, რომ ამ მეშვიდე ეპიზოდში, რომელიც დეკემბერში გამოვიდა ქართველი ტყუპები – ლიკა და თეა შენგელაიები მონაწილეობენ? გოგონებს, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ 2011 წლიდან Healer Twins მომღერალი დუეტის სახელით იცნობენ. საქართველოში კი ალბათ მხოლოდ ვიწრო წრე თუ იცნობს, მაგრამ გაიცნობენ. Facebook-ში მოვძებნე გოგონები, თეას დავუკავშირდი და რამოდენიმე შეკითხვა გავუგზავნე. როგორც აღმოჩნდა როლი გოგონებმა კასტინგის გავლის შემდეგ მიიღეს და ეს მათთვისაც გასაკვირი აღმოჩნდა.
„ჩვენ ვართ „Jakku” პლანეტის მობინადრე ტყუპები. ეს იყო ძალიან მაგარი გამოცდილება, რადგანაც გვქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა თვით რეჟისორთან, რომელიც ძალიან დაინტერესდა ჩვენით, წარმოშობა გვკითხა და ყოველ დღე კომპლიმენტებით გვავსებდა. 3D გადაღება იყო ძალიან მაგარი“ – გვიპასუხა თეამ.
ნახეთ ვიდეო, სადაც საკუთარი გამოცდილების შესახებ თეა საკმაოდ ვრცლად საუბრობს …
Healer Twins, ლიკა, თეა,
ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ!