ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
Small Business Saturday

გაიცანით Small Business Saturday აშშ-ში

მოძრაობა KAR.GE-ს ამოცანაა თქვენამდე მოვიტანოთ კონკრეტული საერთაშორისო გამოცდილებები [ჩვენი კუთხით]. რატომ? იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ საქართველოში სხვადასხვა ფორმით და ვარიაციით სხვა ქვეყნებშიც გაკეთებულა და კეთდება. მსოფლიო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ავიღოთ კარგი რაცაა და ის დავნერგოთ საქართველოში. ამ სტატიაში თემაა Small Business Saturday – მოძრაობა, რომელმაც ჯერ აშშ-ში შემდეგ კი UK-ში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც იკიდებს ფეხს. სრული ინფორმაცია და ვიდეო პრეზენტაცია ნახეთ აქ.

რა არის Small Business Saturday?

Small Business Saturday ამერიკული შოპინგ დღესასწაულია, რომელიც ამერიკული დღესასწაულის – Thanksgiving Day-ს უახლოეს შაბათ დღეს ტარდება. ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე შოპინგ პერიოდია; ჯერ არის Thanksgiving Day, შემდეგ კი კიბერ ორშაბათი – Cyber Monday. ამ პერიოდში დამიზნება აღმოჩნდა გარანტი სერიოზული გაყიდვებისა, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. აქცენტი კეთდება ისეთ სავაჭრო წერტილებში გაყიდვების აკუმულირებაზე, რომელიც ადგილობრივია. მაგალითისათვის Wall Mart ეროვნული სავაჭრო ქსელია. ადგილობრივი ობიექტი კი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი მარკეტი, ყვავილების მაღაზია ან რესტორანი, რომელიც რომელიმე ამერიკელს აქვს გახსნილი სადმე სოფელში ქვეყნის ტერიტორიაზე.

პირველი Small Business Saturday 2010 წლის 27 ნოემბერს მასაჩუსეტსის შტატ როზინდეილში ჩატარდა. ეს ღონისძიება American Express-მა დაასპონსორა, თუმცა ამ ინიციატივას სხვა პარტნიორებიც ჰყავდა. ამერიკან ექსპრესის დამსახურება პირველ რიგში ის იყო, რომ მან სარეკლამო კამპანია ეროვნული მასშტაბით გააკეთა და ამით დიდი ბიძგი მისცა მოძრაობის აგორებას, რამაც მომდევნო წელს უკვე აშშ კონგრესიდანაც მიიღო მხარდაჭერა და დაიწყო და დაიწყო …

კამპანია #SmallBusinessSaturday ჰეშტეგს იყენებს და იგი წლის მარტო ერთ შაბათს აღარ ტარდება. ასეთი ტიპის შაბათობები ძალიან ხშირად იმართება მას შემდეგ. American Express -ის ამ გვერდზე პირდაპირაა მითითებული ობიექტები, სადაც წლის ნებისმიერ დროს შეიძლება მიხვიდე და ადგილობრივისგან იყიდო. 2013 წელს ინიციატივა UK-შიც გადაიღეს და იქაც დაიწყეს მსგავსი მოძრაობა.

მოძრაობის Facebook გვერდს დააკვირდით 3.3 მილიონზე მეტი Like აქვს … ხვდებით ხომ რამოდენა ეფექტის მქონე მოძრაობაა? ბრიტანულ შვილობილს ჯერ მხოლოდ 25,000-ზე მეტი Like აქვს.

ციფრები?

425 ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიციის მიერ 2015 წლის 30 ნოემბერს მობილიზებულმა 95 მილიონზე მეტმა მყიდველმა ქვეყნის 4,100+ რეგიონში 16.2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა და ეს იყო 2014 წელთან შედარებით 14%-იანი ზრდა. 2010 წელს დაფუძნებული მოძრაობა 2016 წლის ღონისძიებას და ძველი რეკორდები დალეწვას 26 ნოემბერს გეგმავს.

მხარდაჭერა ოფიციალური პირებისგან?

• პრეზიდენტი ობამა სტუმრობდა ადგილობრივ ობიექტს DC-ში, სადაც კონკრეტული შენაძენი გააკეთა;
• სრული მხარდაჭერა 50-ვე შტატის არჩეული მმართველისგან;
• 200+ ფედერალური საააგენტო თავის მხარდაჭერას აჩვენებს ღიად, Facebook -ზე და Twitter-ზე;
• 551 ქალაქის მერმა გააკეთა ღონისძიების მხარდამჭერი განცხადება;
• 2015 წლის 28 ნოემბერი სპეციალურად დაამტკიცა US სენატმა;
• ქვეყნის მასშტაბით მთავრობის 14-მე ოფიციალურმა პირმა დააფიქსირა პროექტის ღია მხარდაჭერა;

აი ეს გვინდა საქართველოში!
და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ!