ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > ანონსი: მეკალმახეობის პირველი რეგიონული ფორუმი საქართველოში
კალმახი

ანონსი: მეკალმახეობის პირველი რეგიონული ფორუმი საქართველოში

2015 წლის 4 დეკემბერს, ქ. ქუთაისში გაიმართება მეკალმახეობის სექტორში ჩართულ პირთა ფორუმი. ფორუმის მიზანია სექტორის მონაწილეთა თავმოყრა, რათა განვიხილოთ ქვემოთ მოცემულ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები:

  1. მეკალმახე-ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემდგომი ინტეგრაცია კალმახის ღირებულებათა ჯაჭვში და ფერმერებისა და ბიზნეს-სუბიექტების ერთმანეთთან დაკავშირება;
  2. სექტორის პროდუქტიულობის გაუმჯობესება;
  3. ახალი საექსპორტო ბაზრების (და პროდუქტების) იდენტიფიცირება;
  4. კალმახის საკვების იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობები;

ფორუმის მსვლელობისას საშუალება გექნებათ მოუსმინოთ ამ სექტორის მნიშვნელოვან მოთამაშეებს, მათ შორის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს (დარგის სპეციალისტებს, კალმახის საკვების მომწოდებლებს, კალმახის მწარმოებლებს, გადამყიდველებს, კოოპერატივებსა და სხვა).

ეს ფორუმი არის ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული მეორე ღონისძიება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დიალოგების სერიიდან, რომელიც იმართება CARE International-თან, რეგიონული განვითარების ასოციაციასა (RDA) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) თანამშრომლობით.

წყარო.