ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > რესტორნის ბიზნეს გეგმის დაწერა

რესტორნის ბიზნეს გეგმის დაწერა

2019 წელს 9,4+ მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა ქვეყანაში, რომელიც 20 წლის წინათ მილიონ ტურისტს ნატრულობდა წელიწადში (გახსოვთ რა დრო იყო?). 2019 წლის ჩათვლით ტურიზმი იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ ქვეყანაში წამყვანი დარგი გახდა მინიმუმ 250,000 დასაქმებულით და 3,5 მილიარდი USD ქვეყანაში ინექციით.

კი მართალია 2020 წელი შეყოვნების წელი იქნება, მაგრამ არა უშავს. გადავიტანთ!

ტურისტებს, ისევე როგორც ჩვენ, ადგილობრივ მოსახლეობას გვჭირდება კვება. ოღონდ უნდა გესმოდეთ, რომ სტუმარმასპინძლობის სექტორი მათ შორისაა, რომელიც არაპროფესიონალებს არა მხოლოდ ვერ იტანს, არამედ საკმაოდ ეფექტურად “ინელებს”. ანუ, თუ რესტორნის გაკეთება გადაწყვიტეთ ორიდან ერთი შედეგი გექნებათ: ან გააკეთებთ ჭკვიანურად და “მოჭრით” ფულს, ან ეს იქნება სრული კატასტროფა! ამიტომ რესტორნის ბიზნეს გეგმის დაწერა ყველა შემთხვევაში მოგიწევთ და ყველაზე რთული გამოწვევა აქ არის დიფერენცირება ბრენდით!

ერთი მარტივად სათქმელი წესია, რომლის გაკეთება პრაქტიკაში არის ძალიან რთული: განესხვავე ან მოკვდი! თქვენი ბრენდული კონცეფცია არის აქ ღერძი … არ ხარ გამორჩეული? ე.ი. არ ხარ!

ანუ, რესტორნის ბიზნეს გეგმის დაწერა საჭირო დაიწყოთ რესტორნის ბრენდის კონცეფციის მოფიქრებით, შემდეგი საქმე კი მისი “რეალიზაცია” იქნება. საქართველოში საბედნიეროდ ბევრი ადამიანია, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ეს სფერო ფასობს, თიბისის დაჯილდოვებაც ყოველწლიურად გამოარჩევს რესტორანს, რომელიც მართლაც განსაკუთრებულია ბრენდ კონცეფციით და შემდეგ კი მისი ისეთი პრაქტიკული რეალიზაციით, რომელიც თანამედროვეობას შეესაბამება.

მოკლედ, დაიწყეთ ბრენდ კონცეფციით …

თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკოთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია). დაკვალიანებას არ დაგზარდებით!