ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
წარმოების რეაბილიტაციის ბიზნეს გეგმის დაწერა

წარმოების რეაბილიტაციის ბიზნეს გეგმის დაწერა

წარმოების რეაბილიტაციის ბიზნეს გეგმის დაწერა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა და სათანადო ყურადღებასაც იმსახურებს.

გთხოვთ დააკვირდით, რომ ჩვენ ვსაუბრობთ წარმოების რეაბილიტაციაზე (და არა საწარმოს)!

განსხვავება რაშია?

საწარმო მოიცავს ყველანაირ ბიზნესს. წარმოება კი მხოლოდ იმ სფეროს, სადაც საქონელი იწარმოება.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

მაშ, რატომაა ეს საქმე უნიკალური?

იმიტომ რომ წარმოება უკვე არსებობს, გამოცდილება დაგროვილია, უკან კავშირების მთელი არსენალია, თუმცა რახან რეაბილიტაციის გეგმა იწერება, ე.ი. აქამდე საქმე ვერ მიდიოდა კარგად, ან რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა და ცვლილება იგეგმება, ან უბრალოდ ახალი ინვესტორი შემოვიდა წილში და წინსვლაა გეგმაში.

წარმოების რეაბილიტაციის ბიზნეს გეგმის დაწერა ითხოვს უკვე განვლილი გზის კრიტიკულად შესწავლას და ახალი შესაძლებლობების გამოვლენას ახალი მოცემულობიდან & ცვლილებებიდან გამომდინარე.

ჩემი განსაკუთრებული სათქმელი სამია:

1. ამ ტიპის გეგმის შესამუშავებლად თქვენი შიგა პერსონალი გამოუსადეგარია

რატომ?

ტენდენციურები არიან, საქმეში ზედმეტად ჩახედულები არიან და ბოლომდე ვერ დაინახავენ იმ გამოწვევებს და შესაძლებლობებს, რაც დასანახია რეაბილიტაციის ჭრილში.

ვერ იქნებიან საკმარისაც კრიტიკულები და გაუჭირდებათ out of the box მიდგომა.

ნეიტრალურები არ არიან. ვინც არ უნდა იყოს ის, ვინც რეაბილიტაციის გეგმის დაწერა მოითხოვა, მას ურჩევნია ნეიტრალური ტიპის მიერ დაწერილი ბიზნეს გეგმა.

ბოლო რეაბილიტაციის ბიზნეს გეგმაზე მუშაობის დაწყებამდე ჩემი პირველი შეკითხვა დამკვეთისათვის იყო თუ რატომ დამიქირავეს მე იმ დროს, როცა თვითონ მშვენივრად იცოდნენ თემა (ეს რიტორიკული შეკითხვა იყო).

პასუხიც სწორედ ისეთი მივიღე, რომელმაც დამარწმუნა, რომ იცოდნენ რატომაც გადადგეს ეს ნაბიჯი.

გარედან მოწვეული სპეციალისტი ნეიტრალურად ხედავს მოვლენებს / პროცესებს და თუ სათანადო გამჭრიახობას გამოავლენს, დამკვეთი მხოლოდ მოიგებს.

2. შემსრულებელი ვინ იქნება გადამწყვეტია

სულ სხვაა, როცა ბიზნეს გეგმა იწერება “სუფთა ფურცლიდან”. სულ სხვაა რეაბილიტაციის გეგმა.

ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უკვე განვლილი გზის შესწავლას, და კარგად შესწავლას. ეს კი ბლომად “შავი სამუშაოა”.

ამიტომაც,

კრიტიკული მნიშვნელობა აქვს გამოცდილი ადამიანი აიყვანოთ, რომელიც ბოლომდე გულმოდგინეთ შეასრულებს დავალებას.

მოიკითხეთ მისი ცოდნა, გამოცდილება, უნარები და დამოკიდებულებები. შეხვდით და გაიცანით იგი.

ოღონდ ეს საკმარისი არ არის. შეიძლება თავისი საქმის კარგი პროფესიონალი იყოს, მაგრამ ამ თემას სჭირდება ბევრ მხარესთან მუშაობა. ანუ პერსონალური კომუნიკაციის უნარებიც სათანადო უნდა ჰქონდეს, რომ ეს ურთიერთობები გააბას და სათანადო ინფორმაციები “ამოიღოს”.

ანუ, აუცილებლად შეხვდით საქმის დაწყებამდე! ან გაესაუბრეთ LIVE-ში.

შეხვედრას სასურველია ესწრებოდეს ყველა ის stakeholder, რომელიც რამე ფორმით შეხებაში მოდის თემასთან.

დანარჩენი ტექნიკის საქმეა …

3. რაში ცდებიან იურისტები?

იურისტი რა შუაშია?

თავშია!

ხშირ შემთხვევაში სწორედ იურისტები უძღვებიან რეაბილიტაციის საქმეებს და ხშირად სწორედ მათ სჭირდებათ რეაბილიტაციის გეგმები.

ზოგჯერ სასამართლოზე წარსადგენადაც.

ხვდებით ხომ რა დამატებითი პასუხისმგებლობა შეიძლება დააწვეს ადამიანს, რომელიც წარმოების რეაბილიტაციის ბიზნეს გეგმას გააკეთებს? აქ მხოლოდ წარმოებაზე არ არის საუბარი. ეს ყველა ტიპის რებილიტაციის გეგმას ეხება უკვე.

აქვე დავამატებ, რომ ბიზნეს გეგმის დაწერა ფასი ღირს და სარეაბილიტაციო შემთხვევა როცაა, გაცილებით მეტი დაგიჯდებათ.

სფერო ნამდვილად დიდია და ცხადია ერთ მოკლე სტატიაში ვერ ამოვწურავდი. თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკოთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია)!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: