ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > წარმოების რეაბილიტაციის ბიზნეს გეგმის დაწერა

წარმოების რეაბილიტაციის ბიზნეს გეგმის დაწერა

წარმოების რეაბილიტაციის ბიზნეს გეგმის დაწერა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. რატომ? იმიტომ რომ წარმოება უკვე არსებობს, გამოცდილება დაგროვილია, უკან კავშირების მთელი არსენალია, თუმცა რახან რეაბილიტაციის გეგმა იწერება, ე.ი. აქამდე საქმე ვერ მიდიოდა კარგად, ან რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა და ცვლილება იგეგმება.

წარმოების რეაბილიტაციის ბიზნეს გეგმის დაწერისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკვე განვლილი გზის კრიტიკულად შესწავლას და ახალი შესაძლებლობების გამოვლენას ახალი მოცემულობიდან გამომდინარე.

ამ გზაზე კი თქვენი შიგა პერსონალი დიდწილად გამოუსადეგარია. რატომ? ტენდენციურები არიან, საქმეში ზედმეტად ჩახედულები არიან და ბოლომდე ვერ დაინახავენ იმ გამოწვევებს და შესაძლებლობებს, რაც დასანახია რეაბილიტაციის ჭრილში. ბოლო რეაბილიტაციის ბიზნეს გეგმაზე მუშაობის დაწყებამდე ჩემი პირველი შეკითხვა დამკვეთისათვის იყო თუ რატომ დამიქირავეს მე იმ დროს, როცა თვითონ მშვენივრად იცოდნენ თემა (ეს რიტორიკული შეკითხვა იყო. უბრალოდ მათი პასუხი მაინტერესებდა). პასუხიც სწორედ ისეთი მივიღე, რომელმაც დამარწმუნა, რომ იცოდნენ რატომაც გადადგეს ეს ნაბიჯი.

გარედან მოწვეული სპეციალისტი ნეიტრალურად ხედავს მოვლენებს / პროცესებს და თუ სათანადო გამჭრიახობას გამოავლენს, დამკვეთი მხოლოდ მოიგებს. ამ დროს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს გამოცდილი ადამიანი აიყვანოთ, რომელიც ბოლომდე გულმოდგინეთ შეასრულებს დავალებას. მოიკითხეთ მისი ცოდნა, გამოცდილება, უნარები და დამოკიდებულებები. შეხვდით და გაიცანით იგი. დანარჩენი ტექნიკის საქმეა …

თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკოთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია). დაკვალიანებას არ დაგზარდებით!