ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > RED მონაწილეობა გამოფენაში Agro Food Drink Tech Expo 2015
RED მონაწილეობა გამოფენაში Agro Food Drink Tech Expo 2015

RED მონაწილეობა გამოფენაში Agro Food Drink Tech Expo 2015

3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა Agro Food Drink Tech Expo 2015 და თამამად უნდა ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე დიდი გამოფენა, რაც კი ამ თემაზე ექსპო ჯორჯიაში ჩატარებული მახსოვს მე პირადად. 140+ კომპანია, 4 პავილიონის მასშტაბით გაშლილი გამოფენა და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით იყო სავსე +  ათასობით სტუმარი … ეს ძალიან სერიოზულია! ორგანიზება იყო სუპერ! მონაწილეობა იყო სუპერ! და სტუმრიანობა იყო სუპერ!

წელს Agro Food Drink Tech Expo 2015-ში მონაწილეობდა RED, მის მიერ მხარდაჭერილ 5 კომპანიასთან ერთად: ფოკას მონასტრის ყველის პროდუქცია, ჯავახეთის აგრო პროდუქცია, დევე+, წიფორა სამცხე, ბმბ. იქ გავიგე FRIXX – ქართული ჩიპსისთვის რომელი კომპანია აწარმოებს ქართულ კარტოფილს …

რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა (RED) არის დანიურ-შვეიცარიული ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის დაძლევას სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. მიზნის მისაღწევად პროგრამა ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს მეკარტოფილეობისა და მესაქონლეობის საწარმოო ჯაჭვში ჩართულ ფერმერებსა და საწარმოებს. აღნიშნული მხარდაჭერა და   სექტორების  გაძლიერება ხელს შეუწყობს პროექტის რეგიონებში დასაქმებული ფერმერებისა და საწარმოების შემოსავლების ზრდას და, შესაბამისად, რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

მე პირადად მგონია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით თუ „გადარჩება“ და დაადგება განვითარების გზას. RED-ს ამ საერთო საქმეში თავისი დიდი წვლილი შეაქვს.

აი ჩემს მიერ გადაღებული სურათებიც …

DSCN9079 DSCN9080 DSCN9081 DSCN9082 DSCN9083 DSCN9084 DSCN9086