3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა Agro Food Drink Tech Expo 2015 და თამამად უნდა ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე დიდი გამოფენა, რაც კი ამ თემაზე ექსპო ჯორჯიაში ჩატარებული მახსოვს მე პირადად. 140+ კომპანია, 4 პავილიონის მასშტაბით გაშლილი გამოფენა და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით იყო სავსე + ათასობით სტუმარი … ეს ძალიან სერიოზულია! ორგანიზება იყო სუპერ! მონაწილეობა იყო სუპერ! და სტუმრიანობა იყო სუპერ!
წელს Agro Food Drink Tech Expo 2015-ში მონაწილეობდა REAP, მის მიერ მხარდაჭერილ 5 კომპანიასთან ერთად. REAP – http://reap.ge სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი – უნიკალური პროგრამაა, რომელიც მთლიანად ეფუძნება საბაზრო მოთხოვნებს. REAP კომპანიებს სთავაზობს გრანტებს უჩვეულოდ მკაცრი პირობებით. ამის მიუხედავად, მოთხოვნა მაღალია. მიზანი მარტივია: ახალი წარმატებული სოფლის მეურნეობის საწარმოების გახსნა და არსებული საწარმოების გაძლიერება. ძირითადი ამოცანაა აგრობიზნესში დასაქმებული იმ მეწარმეების გამოვლენა, რომელთაც უკვე აქვთ კარგი ბიზნეს-იდეები, სურთ ინვესტიციების განხორციელება და რომლებისთვისაც მცირე გრანტი კარგ სტიმულს წარმოადგენს ამ ინვესტიციის განსახორციელებლად. ცხადია ყველა მონაწილე კომპანია გავიცანი, სურათები გადავიღე და საუკეთესოებს გიძღვნით ქვემოთ.
მე პირადად მგონია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა მხოლდო ერთობლივი ძალისხმევით თუ „გადარჩება“ და დაადგება განვითარების გზას. REAP-ს ამ საერთო საქმეში თავისი დიდი წვლილი შეაქვს.
აი ჩემს მიერ გადაღებული სურათებიც …