ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

პროდუქცია & წარმოება

შოკოლადის სპრედი ტიფლისი

ტიფლისი

ქართულია & kar.ge-ა! თავიდანვე ვაცხადებ, რომ მე პირადად არც კარაქი მიყვარს, არც სპრედი და არც რამე მისნაირი. ამათი გემო ბავშვობიდან არ მიყვარს, როცა სულ გამხდარი ვიყავი და ძალით მტენიდნენ იმას, რაც სასტიკად არ მიყვარდა. მაგრამ “განვითარდა ტექნოლოგიები” და სახეზე გვაქვს კაკაოგარეული მასა, რომელსაც ისეთი გემო აქვს, რომ სავსებით სასიამოვნოდ შეიძლება მირთმევა. შოკოლადის ტიფლისი მართლა დიდი ხანი ვეძიე და ბოლო-ბოლო ჩემმა მეუღლემ …

განაგრძე კითხვა »

სანებო – მდნარი საბუტერბროდე ყველი

ქართულია & kar.ge-ა! ჩემი შვილისთვის გემრიელი საუზმე კარგ ბუტერბროტთან ასოცირდება, ძეხვით ან ლორით და აუცილებლად ყველით, ჩემს მაცივარშიც შესაბამისად ხშირად მოიძებნება ეს პროდუქტები, თუ ადრე იმპორტირებულ მდნარ ყველს ვიყენებდი დღეს უკვე ეს აღარ მჭირდება, რადგანაც თამამად და ამაყად ვყიდულობ სანტეს გემრიელ მდნარ ყველს. სანებო მდნარი – 130 გრამიან შეფუთვაში შვიდი ყველის ფირფიტაა, დამზადებულია მშრალი რძით, პროდუქტი არაგენმოდიფიცირებულია. დაინტერესების შემთხვევაში გირჩევთ …

განაგრძე კითხვა »

“ბუმის” მიწისთხილი გაგისინჯავთ?

მიწისთხილი ბუმი

ქართულია და kar.ge-ა! დღეს აღმოვაჩინე, რომ “მაკნატუნას” გარდა სხვა კომპანიაც აწარმოებს სხვადასხვა თხილეულის პროდუქტებს. შ.პ.ს “ბუმი” აწარმოებს მოხალულ მიწისთხილს. 85 გრამიანი მიწისთხილის შეფუთვაში 1.20 გადავიხადე. ის აღმოვაჩინე უბნის მაღაზიაში და მაშინვე გამიჩნდა ყიდვის სურვილი. შეფუთვაზე აწერია 100%-ით ნატურალური. მითითებული აქვს გამოშვებისა და შენახვის ვადები. გემო აქვს ნორმალური. გავგიჟდი-გადავირიე არა, მაგრამ ცუდი გემოც არ აქვს. ვისაც მიწისთხილი უყვარს ის მაინც შეჭამს. …

განაგრძე კითხვა »

ჩვენი – კომშის ნექტარი

ქართულია & kar.ge-ა! ჩვენი კომშის ნექტარის ჯერიც დადგა. იცით რა განსხვავებაა ხილის წვენსა და ნექტარს შორის? წვენში წყალი დამატებული საერთოდ არ უნდა იყოს, ნექტარი კი სწორედ წყლით გაზავებული წვენი ან ხილის რბილობია. კომშის ნექტარი „ჩვენი“, დამზადებულია აღდგენილი კომშის კონცენტრირებული წვენისგან. მასში შემავალი წვენის მინიმალური მასური წილი 25%, პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს. მწარმოებელი: შპს „კამპა“; 1 ლიტრიანი შეფუთვის ფასია 2.25 ლარი.   …

განაგრძე კითხვა »

შარფი თამთა რაბათელის კოლექციიდან, სა8მარტო საჩუქარი ჩემგან

თამთა რაბათელი

ქართულია & kar.ge-ა! 8 მარტისა და kar.ge საქმის „როქი“ ძალაუნებურად გაიძულებს საჩუქარზეც „ქართულად“ იფიქრო. სა8მარტოდ მინდოდა რაღაც ქართული მეჩუქებინა ჩემი გოგოსთვის [მეუღლისთვის]. თან კიდევ ერთი მიზეზი მქონდა … მახსოვს დეკემბერში ჩემი პირადი 30 დღიანი გამოწვევისას ერთხელ ვახსენე „სულ საკვების ყიდვა მიწევს“-მეთქი და მანაც ეგრევე ზარაფხანისკენ „გამახედა“ …   ჩემი სა8მარტო საჩუქარი? ქართული წარმოების შარფი … ქართული ბრენდი – თამთა რაბათელი …

განაგრძე კითხვა »

Craftivity

ქართულია & kar.ge-ა! სერვისიც რომ პროდუქტია ყველა დამეთანხმება და ქართული სათუთი ხელებით შეფუთულ საჩუქარს რომ სხვა არ სჯობს ესეც აქსიომაა. დავიწყებ იქიდან, რომ ბავშვობაში წიგნი მაჩუქეს სადაც სასაჩუქრე ყუთების აწყობას ასწავლიდნენ და ახალი წლისა თუ 3 მარტისთვის ვცდილობდი შეფუთული საჩუქრები გამეკეთებინა ოჯახის წევრებისთვის. ბავშვობიდან მომყვება გემოვნებით, კრეატიულად შეფუთული საჩუქრის დეფიციტი. ძალიან გამიხარდა როდესაც გავიგე Craftivity შესახებ. სიტყვა რომელიც ხელნაკეთსა და საქმიანობას …

განაგრძე კითხვა »

ნობათი – საშუალო ცხიმოვანი მცენარეული სპრედი

ქართულია & kar.ge-ა! სპრედი – ინგლისური სიტყვაა და პურზე წასასმელი რაიმე პროდუქტის აღსანიშნავად გამოიყენება, ეს შეიძლება იყოს კარაქი, მარგარინი, რბილი ყველი და ა.შ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის 60% – იანი, მცენარეულ ცხიმოვანი სპრედი, ეს პროდუქტი შეიძლება ჩავთვალოთ დაბალი ცხიმიანობის მარგარინად, მას მოიხმარენ როგორც ე.წ. სამარხვო კარაქს პურზე წასასმელად. შპს. „რაჭა“– ს სპრედი შევიძინე სუპერმარკეტ „ფურშეტში“, 100გრამიან შეფუთვაში გადავიხადე 0.58 …

განაგრძე კითხვა »

“ბეთი”- ბულგარული წიწაკის სალათი

წიწაკის სალათი

ქართულია & kar.ge-ა! “ნიკორას” მარკეტში შევიძინე შ.პ.ს  “ბეთი და კომპანიის ” მიერ წარმოებული ბულგარული წიწაკის სალათი. 500 გრამიანი შეფუთვა 3.50 ლარი ღირს. მის შემადგენლობაში შედის: ბულგარული წიწაკა, ძმარი, ზეთი, შაქრის ფხვნილი, მარილი, წითელი წიწაკა, ნიორი, ნიახური, შავი წიწაკის მარცვლები, დაფნის ფოთოლი. 100 გრამი პროდუქტი შეიცავს: ცილა 1.5 გრამი, ცხიმი 8.5 გრამი, ნახშირწყლები 7.5 გრამი, ენერგეტიკული ღირებულებაა 112.5 კალორია. შეფუთვაზე აწერია, …

განაგრძე კითხვა »

ჩაი ელიტა – უნდა გასინჯოთ!

ჩაი ელიტა

ქართულია & kar.ge-ა! რის გამო არის ეს ასე … ? იაფი, ძვირი და ა.შ. … ეს ის ბუნებრივი შეკითხვაა, რომელიც მიჩნდება ყოველთვის როცა რაღაც პროდუქტს მოულოდნელ ფასში ვაწყდები … ჩაი ელიტა – 9.2 ლარი გადავიხადე გუდვილში და არ დაგიმალავთ – ვერ გამეგო რატომ იყო ასე ძვირი მანამ, სანამ არ გავხსენი და დავაგემოვნე დღეს საღამოს. დავრწმუნდი, რომ ჩაი ელიტა მასში დახარჯულ …

განაგრძე კითხვა »

“ჩემი ბაღი” – კაკლის მურაბა

ქართულია & kar.ge-ა! გიყვართ კაკლის მურაბა? ბავშვობიდან დღემდე მურაბებს შორის ყველაზე მეტად კაკლის მურაბა მიყვარს. იგი განსაკუთრებული ნოყიერებითა და გემოთი გამოირჩევა. სააქციო საზოგადოება “ენისელი ბაგრატიონი” ღვინისა და სპირტიანი სასმელების გარდა თუ რაიმე სხვა პროდუქტს აწარმოებდა ნამდვილად არ ვიცოდი. დღეს აღმოვაჩინე მათი წარმოების  კაკლის მურაბა. 450 გრამიანი შეფუთვა 5.40 თეთრი ღირს. მის შემადგენლობაში შედის: დამუშავებული ნედლი კაკალი, შაქარი, მიხაკი, დარიჩინი, კარდამონი, …

განაგრძე კითხვა »