ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Nottingham Food Assembly – განსხვავებული სუპერმარკეტი 11 აგვისტოს გაიხსნა

ეს ისტორია იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე აუცილებლად გამეზიარებინა. ნოტინგემში უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა ერთი მეტად საინტერესო იდეა მოიფიქრა. ისინი ქმნიან განსხვავებულ სუპერმარკეტს, რომელიც ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვების ზრდას ისახავს მიზნად, მაგრამ სტანდარტულ სუპერმარკეტს საერთოდ არ ჰგავს. რითი? მოდით დალაგებულად მივყვეთ.

მიზანი

დიადი და ნათელი: ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვების ზრდა. ფერმერიდან მყიდველამდე მანძილის შემცირება. მყიდველისთვის ხელსაყრელი პირობების შეთავაზება. ჯანსაღი პროდუქციის რეალიზაცია.

როდის გაიხსნა?

გაიხსნა 5 აგვისტოს, 11 აგვისტოს დაიდო პროდუქციის პირველი კოლექცია, რის შემდეგაც სისტემატურ რეჟიმში ამუშავდება.

რისი ყიდვა იქნება შესაძლებელი?

დასაწყისში პრაქტიკულად ყველაფრის, რაც ამ 14 ფერმაში იწარმოება. შემდეგ კი გაფართოვდება: თაფლი, ბოსტნეული, ხილი, პური, კვერცხი და ა.შ. ასამდე დასახელების პროდუქცია.

მომწოდებლები

14 ადგილობრივი ფერმით იწყებენ, რომლებიც სხვადასხვა სახის სს პროდუქციას აწარმოებენ. გაფართოვება შემდეგი ეტაპია.

როგორ ყიდულობს მომხმარებელი?

თავისივე ტელეფონიდან აპლიკაციით, ანუ ინტერნეტით. შეუკვეთს და პროდუქციის წასაღებად [რომელიც უკვე თავმოყრილია] მიდის კონკრეტულ დღეს კონკრეტულ ადგილას.

რამდენად ახალია პროდუქტი?

სულ ახალი და სულ ცინცხალი. იმ დროს როცა სუპერმარკეტის დახლამდე პროდუქტი ჩვეულებრივ 600-მდე მილს გადის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში 14 ფერმის შემთხვევაში მანძილი 25 მილს არ სცილდება.

ეკონომიკური ეფექტი

როცა ფერმერული პროდქუცია სუპერმარკეტის დახლზე იყიდება, ფერმერამდე დადის მაქსიმუმ 30% [მათ შემთხვევაში], ჩვეულებრივი მაღაზიის შემთხვევაში კი 50%-მდე. ამ სქემის შემთხვევაში კი 80%-მდე შემოსავლისა ფერმერს რჩება. მაგრამ არის კიდევ ერთი: მყიდველის მიერ გადახდილი ყოველი ფუნტიდან, 90 პენსი ადგილობრივი მეურნეობის განვითარებას ხმარდება. გარდა ამისა საქმეს არა აქვს დანაკარგები, იმიტომ რომ დანიშნული დროისათვის დანიშნულ ადგილზე მხოლოდ ის პროდუქცია მოხვდება, რომელიც არის ნაყიდი.

დეტალურად აქ ნახეთ.

ნამდვილად საინტერესო იდეაა და საქართველოშიც გაკეთებადია (y)