ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სასწაული ძალისხმევის ხარჯზე მწარმოებლები ფასებს ინარჩუნებენ, მაგრამ სადამდე?

24 მარტის კურსს ახედეთ.

ლარის ასეთი გაუფასურების გამო მწარმოებლები დიდხანს ვეღარ შეინარჩუნებენ ფასებს. 3 მთავარი მიზეზია:

1. პრაქტიკულად ყველა ნედლეული ძვირდება. იმპორტირებული განსაკუთრებით. თითქმის ყველა მწარმოებელს ნედლეულის რაღაც ნაწილი მაინც აქვს იმპორტირებული. ზოგ შემთხვევაში ასეთი ნედლეულის წილი არის 5%, ზოგ შემთხვევაში 50% და მეტი. 100% საქართველოში წარმოებული ნაწარმი ბუნებაში არ არსებობს (განმარტებისათვის: თვითღირებულებაში ასევე ბლომად წილი აქვს შრომის ანაზღაურებას, დაზგა-დანადგარებს, გადასახადებს და ა.შ.)

2. მთავრობა აშკარად უფრო მეტად ეხმარება იმპორტიორებს, ვიდრე მწარმოებლებს. მთავრობამ 9 ძირითად პროდუქტზე იმპორტიორებს დაუზღვია სავალუტო რისკი. წარმოიდგინეთ. ადგილობრივი მწარმოებლებისთვის კი ამ სტატიის დაწერის მომენტისათვის საერთოდ არაფერი მსგავსი კალიბრის არ გაკეთებულა. ნუთუ იმპორტი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადგილობრივი მწარმოებელი? თუ ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები მშვიდად იყვნენ? ფასებს მაინც რომ ვერ დაიჭერთ ხომ გესმით? თუნდაც იმ 9 პროდუქტზე დაიჭიროთ დროებით, დანარჩენ ასობით პროდუქტს რას უპირებთ?

3. გარდა პირველადი მოხმარების პროდუქციისა (კალათის ნაწარმი), ყველაფერზე დავარდა მოთხოვნა, ზოგან განულდა კიდეც. გაყიდვების შემცირებასთან განკლავება კი მწარმოებლებს მარტო უწევთ. გაყიდვების ვარდნა ხომ ცალკე პრობლემაა? გგონიათ გაყიდვების ზრდა მაგალითად პურფუნთუშეულზე ან წვენებზე, ან წყლებზე ნაკლები პრობლემაა? რაც მეტს ყიდის მწარმოებელი სავაჭრო ქსელებში, მით მეტი უსამართლო “ქეშბექების” გადახდა უწევთ მათ სავაჭრო ქსელებისათვის და ამ თემას არასოდეს ჰყოლია პატრონი!

მთავრობა, დროა უკვე რამე ეკონომიკური გეგმა დადო …