რაღა დროს ქვანახშირია ამ 21-ე საუკუნეში ხომ?
მაგრამ ზოგი ქვეყანა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნადაა ქვანახშირზე დამოკიდებული …
თან საუბარი გვაქვს ქვეყანაზე – მალავი
მოსახლეობა 16 მილიონზე მეტი
ტერიტორია 118,000+ კვადრატული კილომეტრი
ნომინალური მშპ 6,1 მილიარდი $
მშპ ერთ სულზე – 330 $
ერთი სიტყვით, ქვეყანა ისეთ დღეშია, რომ აღარ მიკვირს რატომ გახდა ქვანახშირი თემა …
ენერგეტიკის სამინისტრომ მოუწოდა ქვეყნის კომპანიებს, რომ ქვანახშირი იყიდონ ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე საბადოებიდან, რათა ადგილობრივი მოპოვებითი ინდუსტრია და შესაბამისად ქვეყანა განვითარდეს. აღმოჩნდა, რომ კომპანიების უმრავლესობა ქვანახშირს ყიდულობენ მოზამბიკისაგან, რომელიც ქვეყანას სამხრეთიდან ესაზღვრება. აი წყაროც.
რაღა ვთქვა არ ვიცი …
მოვუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას!!!