ნიგერია …
173 მილიონი მოსახლე [2013 წ]
აფრიკის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკა …
კამპანია Made in Nigeria …
ოღონდ დააკვირდით …
ჩვენთან მაგალითად Made in Georgia-ს ყოველთვის ჰქონდა დატვირთვა წარმოების კუთხით. ანუ ვაწარმოოთ და რაც მეტი მით უკეთესი. ახსნაც არ სჭირდება როგორი ჩამორჩენილი საბჭოთა აზროვნების გადმონაშთი მიდგომაა ეს, რომელიც სამწუხაროდ 25 წელია ბატონობს საქართველოში.
აგერ ბატონო ნიგერია …
სადაც Made in Nigeria კამპანიის მთავარი აქცენტი იმაზეა, რომ ნიგერიელმა იყიდოს ნიგერიული. ბევრი წარმოება? ბევრი ფაბრიკა-ქარხნის გაკეთება კი არა, არამედ მთავრობა მოუწოდებს ღიად, ყველას, მთელს ქვეყანას, რომ ყველამ იყიდოს ნიგერიული … ამათ აშკარად რაღაც განსხვავებული „მოსწიეს“ … ყოჩაღ!
ამონარიდები ნიგერიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრის გამოსვლიდან [სტატიიდან]:
… ჩვენ უნდა დავეხმაროთ ადგილობრივ მწარმოებლებს …
… ჩვენ გვინდა ნიგერიელების ყურადღება მივაპყროთ ადგილობრივი პროდუქციისკენ …
… ეს არის ერთადერთი გზა გავხდეთ მწარმოებელი ქვეყანა …
პირდაპირ აქვს გზავნილები, რომ თუ გინდა გახდე მწარმოებელი ქვეყანა წარმოებების გახსნა კი არ არის საკმარისი, აუცილებელია პროდუქციის გაყიდვა, მოთხოვნის შექმნა, შიდა ბაზარზე საკუთარი მყიდველის სტიმულირება. ხომ ხვდებით 173 მილიონიან ქვეყანაში ეკონომიკის ასეთი სახით [მყიდველის მხრიდან] სტიმულირების რა შიდა რესურსი ექნებათ?
KAR.GE გზავნილი ჩვენს მთავრობას!
როგორც არწივი ვერ გაფრინდება ერთი ფრთით, ისე „აწარმოე საქართველოში“ ვერ დადებს მდგრად გრძელვადიან შედეგს სამთავრობო დონეზე შექმნილი პროგრამის – „იყიდე ქართული“-ს გარეშე. ეს პროგრამა იმუშავებდა ოკუპირებული შიდა ბაზრის დაბრუნებაზე და ამ ქვეყანაში დარჩენილი მოსახლეობას [და შემოსულ ტურისტებსაც] ადგილობრივი პროდუქციის შეძენისკენ უბიძგებდა. დაგითვალოთ გინდათ რა ეკონომიკური ზრდის პოტენციალია ამ კუთხით? აგერ, ინებეთ …