ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Made in Ghana: BBC ვიდეო რეპორტაჟი

განა …
1957 წლის 6 მარტს დაარსებული ქვეყანა, დედაქალაქი აკრა. გადაჭიმულია 235,000+ კვადრატულ კილომეტრზე 26 მილიონი მოსახლით. მთლიანი შიდა პროდუქტი 42 მილიარდ დოლარი. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1533 $.
ეს არის აფრიკის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა …
მისი ბაზარი კი სრულიად დაპყრობილი აქვს იმპორტს …

-„მე არ ვყიდულობ ადგილობრივ პროდუქციას, იმიტომ რომ მისი ხარისხი არ არის კარგი. ჯერ ხარისხი გააუმჯობესონ და მერე ვიყიდი“ ….

-„რაც არ უნდა პარტრიოტულად განწყობილი იყო, თუ პროდუქტის ხარისხი არ არის სათანადო, უკვე აღარ გინდა ყიდვა“ …

რეპორტაჟს რომ ვუყურებდი ბევრი პარალელი დავინახე ქართულ და განურ რეალობას შორის. იქაც, მთავრობის ამოცანა გახდა ადგილობრივი წარმოების წახალისება, რომ მან შეძლოს სათანადო ხარისხის პროდუქციის წარმოება. როგორც ჩანს განაში ეკონომიკური სტაბილურობის და ფასების სტაბილურობის მიღწევა საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა. Made in Ghana სწორედ მაგის პასუხია.

განა სადაა? აი აქ …

ghana-in-africa

თუმცა აშკარად დაცინახე რომ ჩვენ საქართველოში ამ თვალსაზრისით გაცილებით წინ ვართ. ჩვენ გვაქვს ეკონომიკის და ფასების სტაბილურობა და მთავრობაც აქტიურად უწყობს ხელს საწარმოების შექმნას. აწი უკვე შემდეგი ნაბიჯების გადადგმის დროა … მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ ქართული იყიდოს პირველ რიგში.

BBC ვიდეო რეპორტაჟი შეგიძიათ იხილოთ აქ.