უმდიდრესი რეგიონი აზიაში …
Macau-ს სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი …
ოფიციალურად შედის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში …
სულ აქვთ 30 კვადრატულ კილომეტრი ტერიტორია …
მოსახლეობა 650,000 …
2013 წელს 51 მილიარდი აშშ დოლარი მშპ …
ეს ერთ სულ მოსახლეზე 91,000 USD-ზე მეტია …
ეკონომიკა აგებულია ტურიზმზე და სათამაშო ბიზნესზე…
ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობით მსოფლიოში მე-4 …
ადამიანის განვითარების ინდექსით მსოფლიოში მე-18 ….
ცოტა ხნის წინ Macau-ს, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადმინისტრაციული ოლქის მთავრობის მიერ წამოწყებული buy local კამპანიის შესახებ გიამბეთ. ეხლა კი მისი ერთი კონკრეტული შედეგი მინდა წარმოგიდგინოთ რიცხვებში.
რა გააკეთა Macau-ს მთავრობამ?
დაიწყო 650,000 ადგილობრივ მოსახლეს შორის ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ყიდვის პოპულარიზება, მაგრამ არა მხოლოდ. მოუწოდა თავის ადმინისტრაციულ ოლქში მომუშავე ბიზნეს კომპანიებს, განსაკუთრებით კი სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს, შეკვეთები ადგილობრივი ბიზნესებისათვის მიეცათ. პროგრამას დაარქვეს Local Supplier Support Program.
შედეგი?
აი მაგალითად ერთ-ერთი უმდიდრესი სათამაშო ბიზნესის წარმომადგენელი კომპანია – Sands China 2015 წლის შედეგებს აქვეყნებს. აღმოჩნდა, რომ კომპანიამ 2015 წელს 14,2 მილიარდი აშშ დოლარი, საერთო შესყიდვებიდან 80%-ზე მეტი ადგილობრივი მომწოდებლებს გადაუხადა. ეს გასულ წელთან შედარებით 36%-იანი ზრდა იყო. აქედან კი 1.2 მილიარდი პირდაპირ მცირე და საშუალო ბიზნესისკენ წავიდა.
ვისაც Sands China-ს შესახებ დამატებითი ინფორმაცია გაინტერესებთ ინებეთ.
რა შეიძლება ვისწავლოთ აქედან?
- მთავრობის როლი არის გადამწყვეტი. იმპოტენტი მთავრობის ხელში შედეგი იქნება მიზერული, მით უმეტეს ჩვენნაირი ქვეყნის შემთხვევაში;
- მარტო მოსახლეობის მოწოდება, რომ ქართული იყიდონ, აუცილებელია, მაგრამ არ კმარა;
- აუცილებელია კორპორატიული სექტორის მობილიზება, რომ ადგილობრივი მომწოდებლებისგან იყიდონ. ამ საქმეს კი სოციალური პასუხისმგებლობის ქუდი შეიძლება „დაეხუროს“;