უღრმესი მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ ამ მართლაც ქართული თემით დაინტერესდა. სვანური მარილი ერთ-ერთია იმ რამოდენიმე ნაღდ ქართულ პროდუქტებს შორის, რომელთაც მოძრაობა KAR.GE Tbilisi-OKTA-სთან თანამშრომლობით სამხრეთ კორეაში ფერმენტირებული პროდუქტების საერთაშორისო ექსპოზე – IFFE 2016 გაიტანს.
დღეს დილით მეტად შინაარსიანად ვისაუბრეთ დილის მოამბეში.
IFFE 2016 – ფერმენტირებული საკვების მე-14 საერთაშორისო გამოფენა – International Fermented Food Expo 2016 წლის 20-24 ოქტომბერს გაიმართება. ქართული კომპანიების მონაწილეობის ორგანიზატორები არიან World-OKTA [ http://www.okta.net/ ] თბილისის ოფისი, მსოფლიოში უდიდესი კორეული ეკონომიკური ქსელია 30 წლიანი ისტორიით და 70 ქვეყანაში 137 ოფისით და მოძრაობა KAR.GE [ https://kar.ge ] საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდა. დეტალური ინფორმაცია თავად გამოფენის შესახებ ნახეთ აქ: http://www.iffe.or.kr/2016_english/
მოუსმინეთ, ბევრი ახალიც შეიძლება გაიგოთ …